reportiori.ge - ვახტანგ მაისაია: ყველამ ვიცით, რომ ეს ფირები განკუთვნილი იყო ერთი მანიაკისთვის - მიხეილ სააკაშვილისთვის!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 23:21
პრეს-დაიჯესტი
ვახტანგ მაისაია: ყველამ ვიცით, რომ ეს ფირები განკუთვნილი იყო ერთი მანიაკისთვის - მიხეილ სააკაშვილისთვის!
ავტორი:
29 ოქტომბერი, 2015. 12:18


„ვფიქრობ, ამ ვიდეოფირების ორიგინალები თან წაიღეს და ახლა რა კადრებსაც ავრცელებენ, მხოლოდ კასრებში არსებული ფირების ასლებია", - ამ განცხადებას ექსპერტი ვახტანგ მაისაია geworld.ge-სთან საუბარში აკეთებს:


„ამ ფირების განადგურება არ შეიძლებოდა, თუმცა, ვფიქრობ, მათ მხოლოდ ასლები გაანადგურეს. ეს ფირები მაინც გავრცელდა და ვიღაცები ამ ყველაფერს უკვე საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ", - აცხადებს ექსპერტი.


შეკითხვაზე - როგორც დღეს ხელისუფლებისა თუ „ნაცმოძრაობის" ზოგიერთი წარმომადგენელი ამბობს, ამ ფირების საჯაროდ ჩვენება დაუშვებელია - ვახტანგ მაისაია პასუხობს:

 

„ეს იგივეა, ყოფილ ნაცისტებს, რომლებიც მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ მსჯავრს გადაურჩნენ, მოეთხოვათ, დანაშაულის მტკიცებულებები გაანადგურეთო.

 

ასევე იყო ჩილეშიც, როდესაც ჩილელმა პატრიოტებმა შეძლეს უცხოეთის ქვეყნებში პინოჩეტის დანაშაულების ამსახველი ფაქტების დემონსტრირება. არანაკლებ საშინელი კადრები იყო, მსოფლიომ ნახა, როგორ აგდებდნენ ადამიანს ვულკანის ლავაში ან როგორ აჭმევდნენ ცოცხალ ადამიანს ნიანგს, მაგრამ მაშინ რატომღაც აზრად არავის მოსვლია, ეთქვა, რომ თურმე რა საშინელი კადრებია და მათი ჩვენება არაჰუმანურია, პირიქით, პინოჩეტის სისხლიანი რეჟიმის დანაშაული ყველამ დაინახა. სხვათა შორის, ნაციონალები და მათი მხარდამჭერები პინოჩეტისაც აღმერთებენ, ცოცხებით წამებაც ჩილედან გადმოიღეს.

 

ყველამ ვიცით, რომ ეს ფირები განკუთვნილი იყო ერთი მანიაკისთვის - მიხეილ სააკაშვილისთვის. როგორც ადოლფ ჰიტლერს სიამოვნებდა ადამიანის წამების ყურება, ასევე იყო სააკაშვილიც. სწორედ სააკაშვილისთვის სიამოვნების მისანიჭებლად იღებდნენ ამ ვიდეოფირებს. ჰიტლერიცა და სააკაშვილიც დედის ტირანიის ქვეშ გაიზარდნენ და ერთნაირი „გადახრები" ჰქონდათ, რასაც, ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, ახლა ვერ ვიტყვი. სადისტებისა და მანიაკების ხელში ვიყავით და ის ეკონომიკური წარმატებები, რომლებითაც დღეს ნაციონალები ტრაბახობენ, ზურაბ ჟვანიას დამსახურება იყო და არა სააკაშვილის.

 

მე ვნახე, როგორ მოაბეს ძაღლის საყელური გონებაშეზღუდულ, სულიერად დაავადებულ პატიმარს, მეტსახელად „მუსოლინას" და ძაღლივით აყეფებდნენ, თან ამ ყველაფერს იღებდნენ და ერთობოდნენ. ჯერ, საერთოდ, სულიერად დაავადებული პატიმარი ციხეში არც შეიძლება იყოს, ეს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია.

 

ვფიქრობ, გლდანის ციხე უნდა გაუქმდეს და იქ მიხეილ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის ამსახველი მუზეუმი მოეწყოს. მსოფლიოში არსებობს ასეთი მუზეუმები, რომლებშიც ფილმებსაც აჩვენებენ, გამოფენილია ფოტოები და სხვათა შორის, იქ ბავშვებიც შეჰყავთ. მაგალითად, 14 წლის ვიყავი, როდესაც რიგაში, საკონცენტრაციო ბანაკის მუზეუმში შევედი. არავის უთქვამს, 14 წლის ბავშვია და არ შეიძლება, ეს კადრები ნახოსო. დღეს ჰუმანურობაზე თავს რომ დებს ზოგიერთი, სინამდვილეში ამ საშინელი ქართული ნაციზმის ადეპტები არიან", - ამბობს მაისაია.




წყარო: geworld.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016