reportiori.ge - სოსო ცისკარიშვილი: ამ ისტერიის და პროვოკაციის დამგეგმავი კიდევ უფრო მაღლი ისტერიის ჩამოყალიბებას ცდილობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 22:59
პრეს-დაიჯესტი
სოსო ცისკარიშვილი: ამ ისტერიის და პროვოკაციის დამგეგმავი კიდევ უფრო მაღლი ისტერიის ჩამოყალიბებას ცდილობს
ავტორი:
29 ოქტომბერი, 2015. 15:37


ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ის ისტერიული ფონი, რაც ახლავს „რუსთავი 2"-ის ირგვლივ სასამართლო პროცესს, კარგად დაგეგმილი ქმედების შედეგია. მისივე თქმით, რაც უფრო მეტი იქნება ასეთი ისტერიული ფონი, მით უფრო კმაყოფილი რჩება ამ აურზაურის დამკევთი. განცხადებებს სოსო ცისრაკიშვილი for.ge-სთან ინტერვიუში აკეთებს:


„მათთვის მოსალოდნელი იყო იმ ფირების გამჟღავნება, რომელსაც ბოლო დღეებია ადგილი აქვს. ამიტომაც, ცხადია, რომ ამ ისტერიის და პროვოკაციის დამგეგმავი კიდევ უფრო მაღლი ისტერიის ჩამოყალიბებას ცდილობს. ჩვენი მოსახლეობისათვის ნაკლებად დასაჯერებელებია საუბარი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე. საინტერესოა, ბოლო სამი თვის განმავლობაში რა ჰქონდათ სათქმელი ქართველ ჟურნალისტებს, რომელიც ვერ გამოთქვეს? ასეთი რამ რომ მომხდარიყო, უკვე ჩამოყალიბებული იქნებოდა „რუსთავი 3", „რუსთავი 4" და „რუსთავი 5", - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.


ექსპერტი ამბობს, რომ მისთვის ნაკლებად დამაჯერებელია „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ოინები და თვლის, რომ გვარამია სამართლებრივი სივრციდან გავიდა.


„ადამიანი, რომელზეც ვსაუბრობით, არის გაქნილი სახელმწიფო მოხელე, რომელსაც კარგად აქვს ათვისებული საზოგადოებისთვის მიუღებელი სხვადასხვა სქემა. მას უპყრია „რუსთავი 2"-ის მთელი საინფორმაციო სივრცე და ცდილობს კვლავ სიცრუის ტირაჟირებას და გულაჩუყებული მანდილოსნების მხარდაჭერით შექმნას ისეთი ვითარება, რომელიც მოწონებული იქნება მისი დამკვეთების მიერ.

 

ჩვენ გვხსოვს 2007 წლის 7 ნოემბერი, როდესაც ამ ბატონმა და მისმა ხელისუფლებამ, ლამის, სახელმწიფო გადატრიალებაში დაადანაშაულა ჟურნალისტი ნათია მიქიაშვილი, რასაც მოჰყვა ტელეკომპანია „იმედის" დარბევა. რასაკვირველია, გვარამიას არ სურს, ჩაფუშული ბუშტივით დარჩეს. მის ჩანაფიქრში, ალბათ, იქნება ის, რომ უფრო გმირული შედეგი მისცეს ამ მარცხს და სწორედ რომ, ამიტომაც არის ამდენი სათვალთვალო კამერების გარშემო მოქცეული", - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილმა.




წყარო: for.ge 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016