„ყველა პატრიოტს რუსეთუმეს რომ ეძახიან, ეს ნაციონალების მიერ აგორებული მიზანმიმართული კამპანიაა. არადა, იცოდეთ, რუსეთის პირველი აგენტები თვითონ არიან! თითოეული მათგანი გაშიფრული მყავს!" - ამის შესახებ კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი აცხადებს და „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი საჯაროდ რუსეთს ლანძღავს, მაგრამ თუკი რაიმე სტრატეგიული ობიექტი გააჩნა ქვეყანას, ყველაფერი მას მიჰყიდა.
„რუსეთს ძალიან ბევრი ისეთი გენერალი ჰყავს, რომელიც მისივე წინააღმდეგ მუშაობს. ერთ-ერთი მათგანია იგორ გიორგაძე, რომლის შექმნილია „ნაციონალური მოძრაობა" და ბევრი სხვა ორგანიზაცია, დღეს რომ პროდასავლურობას იჩემებენ. ესენი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რუსეთის დაშლაზეც მუშაობენ. სააკაშვილი დღისით რუსებს აგინებს, ღამით კი მათთან წევს! თუკი რაიმე სტრატეგიული ობიექტი გვქონდა, ყველაფერი რუსეთს გადაუფორმა. მაგინე, ოღონდ ჩემი საქმე აკეთე - აი, ამ პრინციპით მოქმედებენ. მეტსაც გეტყვით, იგორ გიორგაძე ნაციონალების მეშვეობით ხელისუფლებას რუსეთთან მოლაპარაკების გზას უკეტავს. აწყობს, რომ მხოლოდ მასთან საუბრობდეს რუსეთის ხელისუფლება საქართველოსთან დაკავშირებით. დააკვირდით, როდესაც ხელისუფლება გამოთქვამს რუსეთთან მოლაპარაკების სურვილს, ნაციონალები მაშინვე აქტიურდებიან და გაჰყვირიან - რუსეთუმეები! არავითარი მოლაპარაკება რუსეთთან, ვიდრე ქვეყნის დეოკუპაცია არ მოხდებაო. ირაკლი ღარიბაშვილი რომ შეხვდეს პუტინს, ცხადია, მერე სულ სხვა მასშტაბს შეიძენს მოლაპარაკება და არავის მოუნდება იგორ გიორგაძესთან საუბარი", - აცხადებს კვიციანი.
წყარო: „ასავალ-დასავალი"