reportiori.ge - „აღარასოდეს განმეორდები“ - მედეა ძიძიგურის მუსიკალური ალბომი გამოიცა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 01:09
"რეპორტიორის" თვალით...
„აღარასოდეს განმეორდები“ - მედეა ძიძიგურის მუსიკალური ალბომი გამოიცა
29 ოქტომბერი, 2015. 20:36

 

 

„აღარასოდეს განმეორდები" - ასე ჰქვია მედეა ძიძიგურის მუსიკალურ ალბომს, რომლის პრეზენტაციაც დღეს ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში შედგა. დისკის გამოშვების იდეა ასოციაცია „კულტურათა დიალოგი - XXI"-ს ეკუთვნის. მრავალფეროვნებით გამორჩეულ ალბომში ქართულ და რუსულ ენაზე შესრულებული 27 სიმღერაა შესული.



ღონისძიებაზე მომღერლები, პოეტები, მხატვრები, მეცნიერები, მომღერლის მეგობრები და საზოგადო მოღვაწეები შეიკრიბნენ. მათ საინტერესო და მნიშვნელოვანი ამბები გაიხსენეს მედეა ძიძიგურის ცხოვრებიდან და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.



მედეა ძიძიგური - მომღერალი კოლორიტული ხმითა და შესრულების ორიგინალური მანერით, განსაკუთრებულად ასრულებდა ქალაქურ სიმღერებს, ქართულ, რუსულ და ბოშურ რომანსებს. მან გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრა ქართულ საესტრადო ხელოვნებაში. მედეა ძიძიგურის ნიჭის თაყვანისმცემლებს მუდამ ემახსოვრებათ მისი ხმის გამორჩეული ტემბრი და განსაკუთრებული ხიბლი, რომელსაც მომღერალი ასე გულუხვად გასცემდა.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016