გაუპატიურების და წამების კადრების შემდეგ უკრაინული და ქართული მედიასივრცე სააკაშვილი-ბოკერია-გვარამიას სატელეფონო ჩანაწერმა დაიპყრო.
"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ექსპრეზიდენტთან არხის მომავალ გეგმებზე და შესაძლო დესტაბილიზაციაზე საუბრობს.
მიხეილ სააკაშვილი ყველაფრის ფასად, მზად არის სისხლიც კი დაიღვაროს, რაც ქვეყანაში არეულობას და ქაოსს გამოიწვევს, ეს ყველაფერი კი სიტყვის თავისუფლების გადარჩენის სახელით შეიფუთება.
გავრცელებული ჩანაწერის ნამდვილობა უმალვე დაადასტურა როგორც ბოკერიამ, ასევე გვარამიამ, თუმცა საუბარში ნახსენები ტყვიის გასროლა და სისხლის დაღვრის თემა ხელისუფლებას შემოუტრიალა და თქვა, რომ ამ ქმედებას სწორედ ხელისუფლების მხრიდან ელოდებიან.
ფაქტია, რომ ექსპრეზიდენტი არც უკრაინაში ისვენებს და მისთვის წაყენებული ბრალდებებზე დაუსჯელობის გამო, ის კვლავ რევოლუციის და არეულობის ფასად ცდილობს ხელისუფლებაში მობრუნებას.
ოპოზიცია აპელირებს, რომ ხელისუფლება მათ სატელეფონო უსმენს, თუმცა აქ არის მნიშვნელოვანია ის, რომ ხსენებული პირები სისხლისღვრის გზით ცდილობენ რევანში დამყარებას და ძალაუფლების ხელში დაბრუნებას.
ყველას კარგად ახსოვს, წინა ხელისუფლების დროს დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი, რომელიც გამხნევების გამო დააპატიმრეს და რომ არა საყოველთაო ამნისტია, ის დღესაც ციხეში იქნებოდა.
დღეს გავრცელებული ჩანაწერი მინიმუმ სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძვლად უნდა იქცეს ნიკა გვარამიას და გიგა ბოკერიას მიმართ, რომ არაფერი ვთქვათ სააკაშვილზე, რომელიც მოვლენების სცენარის ავტორი და მთავარი რეჟისორია.
წყარო: მარშალპრესი, ნინო ლონდარიძე