reportiori.ge - სისხლისღვრა სიტყვის თავისუფლების სახელით – დააკავებენ თუ არა ნიკა გვარამიას?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 23:38
პრეს-დაიჯესტი
სისხლისღვრა სიტყვის თავისუფლების სახელით – დააკავებენ თუ არა ნიკა გვარამიას?
ავტორი:
30 ოქტომბერი, 2015. 00:04



გაუპატიურების და წამების კადრების შემდეგ უკრაინული და ქართული მედიასივრცე სააკაშვილი-ბოკერია-გვარამიას სატელეფონო ჩანაწერმა დაიპყრო.


"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ექსპრეზიდენტთან არხის მომავალ გეგმებზე და შესაძლო დესტაბილიზაციაზე საუბრობს.


მიხეილ სააკაშვილი ყველაფრის ფასად, მზად არის სისხლიც კი დაიღვაროს, რაც ქვეყანაში არეულობას და ქაოსს გამოიწვევს, ეს ყველაფერი კი სიტყვის თავისუფლების გადარჩენის სახელით შეიფუთება.


გავრცელებული ჩანაწერის ნამდვილობა უმალვე დაადასტურა როგორც ბოკერიამ, ასევე გვარამიამ, თუმცა საუბარში ნახსენები ტყვიის გასროლა და სისხლის დაღვრის თემა ხელისუფლებას შემოუტრიალა და თქვა, რომ ამ ქმედებას სწორედ ხელისუფლების მხრიდან ელოდებიან.


ფაქტია, რომ ექსპრეზიდენტი არც უკრაინაში ისვენებს და მისთვის წაყენებული ბრალდებებზე დაუსჯელობის გამო, ის კვლავ რევოლუციის და არეულობის ფასად ცდილობს ხელისუფლებაში მობრუნებას.


ოპოზიცია აპელირებს, რომ ხელისუფლება მათ სატელეფონო უსმენს, თუმცა აქ არის მნიშვნელოვანია ის, რომ ხსენებული პირები სისხლისღვრის გზით ცდილობენ რევანში დამყარებას და ძალაუფლების ხელში დაბრუნებას.


ყველას კარგად ახსოვს, წინა ხელისუფლების დროს დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი, რომელიც გამხნევების გამო დააპატიმრეს და რომ არა საყოველთაო ამნისტია, ის დღესაც ციხეში იქნებოდა.


დღეს გავრცელებული ჩანაწერი მინიმუმ სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძვლად უნდა იქცეს ნიკა გვარამიას და გიგა ბოკერიას მიმართ, რომ არაფერი ვთქვათ სააკაშვილზე, რომელიც მოვლენების სცენარის ავტორი და მთავარი რეჟისორია.





წყარო: მარშალპრესი, ნინო ლონდარიძე






 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016