reportiori.ge - რა ქონებას ფლობენ ძმები ყარამანიშვილები – ოფშორული სამოთხე და ფულის მტვერსასრუტი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 22:52
პრეს-დაიჯესტი
რა ქონებას ფლობენ ძმები ყარამანიშვილები – ოფშორული სამოთხე და ფულის მტვერსასრუტი!
ავტორი:
30 ოქტომბერი, 2015. 11:56


ემა ტუხიაშვილის განცხადებით, ლევან და გიორგი ყარამანიშვილების სახელები ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ რამდენიმე კომპანიაში ფიგურირებს, რომლებსაც, თავის მხრივ, საქართველოში სხვადასხვა მსხვილ კომპანიებში აქვთ წილები. სტატიაში ნათქვამია, რომ „ბილაინის" (იგივე „მობიტელი") 51%-ის მფლობელი ლევან ყარამანიშვილთან დაკავშირებული „Watertrial Industries"-ია, ხოლო მობილური ოპერატორის სამეთვალყურეო საბჭოში, რუსეთის რამდენიმე მოქალაქესთან ერთად, იმავე ოფშორული კომპანიის თანამფლობელები - ხვიჩა მაქაცარია და თეიმურაზ არონიაც არიან. ლევან ყარამანიშვილის სახელი უკავშირდება ასევე „ბილაინის" კიდევ ერთ აქციონერ კომპანიას, „Investico Aliance"-ს, რომელიც მობილური ოპერატორის 29%-ს ფლობს. ყარამანიშვილების ბიზნესინტერესები „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" გასული წლით დათარიღებულ კვლევაშიც მოხვდა, სადაც ნათქვამია, რომ „Eleganza Group", რომელშიც ლევან ყარამანიშვილი 25%-ს ფლობს, ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული „Holden Intersales Corp"-ის აქციონერია. ეს კომპანია, ამავე დროს, ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული „Newcom Association Limited"-ის საშუალებით, რესტორანთა ქსელ „GMC ჰოლდინგს" ფლობს. ამავე კვლევის თანახმად, „GMC ჯგუფი" თბილისის სამარშრუტო ხაზების ტენდერებთანაც არის დაკავშირებული. 2011 წელს აღნიშნულ ტენდერებში გამარჯვებულ ოთხ კომპანიას სხვადასხვა სამარშრუტო ხაზი გადაეცა ექსპლუატაციაში. ოთხივე კომპანია ერთსა და იმავე მისამართზე იყო დარეგისტრირებული - „GMC ჯგუფის" კუთვნილ რესტორნებში „ძველი სახლი" და „ქალაქური". სამარშრუტო მიკროავტობუსების ოთხივე კომპანიის წარმომადგენელი ერთი და იგივე პიროვნება - „GMC ჯგუფის" იურისტი იყო. ყარამანიშვილების ბიზნესინტერესები იკვეთება „კავკასუს ონლაინშიც". კომპანიას, ბოლო მონაცემებით, სამი ოფშორული კომპანია „Growth Master Holdings" (44%), „Nelgado Limited" (19,8%) და „International Online Networks" (36,2%) ფლობს.




წყარო: „კვირის პალიტრა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016