reportiori.ge - For.ge -ს ინფორმაციით, სააკაშვილმა ყარამანიშვილებს „რუსთავი 2“-ის წილების განკარგვის მინდობილობა გვარამიაზე გადააფორმებინა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 22:51
პრეს-დაიჯესტი
For.ge -ს ინფორმაციით, სააკაშვილმა ყარამანიშვილებს „რუსთავი 2“-ის წილების განკარგვის მინდობილობა გვარამიაზე გადააფორმებინა
ავტორი:
30 ოქტომბერი, 2015. 17:10


უკრაინული გამოცემა uareview.in.ua -ს მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერის მიხედვით, სადაც ყოფილი პრეზიდენტი, „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს დავალებებს აძლევს, აძლიერებს იმ ეჭვს, რომ „რუსთავი 2"-ის რეალაური მფლობელი არა გია და ლევან ყარამანიშვილები არიან, არამედ მიხეილ სააკაშვილია.


ის, რომ ძმები ყარამანიშვილები არიან ფორმალური მეპატრონეები, ამის შესახებ For.ge -მ არაერთი მასალა მოამზადა. მართალია „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტების ნაწილი ცდილობდა დავერწმუნებინეთ, რომ ისინი იცნობენ ყარამანიშვილებს , რეალურად კი, ძმები ყარამანიშვილები „რუსთავი 2"-ის თანამშრომლებს არც ერთხელ არ შეხვედრიან, მეტიც, ისინი ტელევიზიაში არც არავის უნახავს.


For.ge უკვე წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ჯერ კიდევ ივლისის დასაწყისში გვერდზე გასწია „რუსთავი 2"-ის „მფლობელები" ძმები ყარამანიშვილები და არხის წილების 91%-ის გადაფორმებას არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სახელზე აპირებდა. თუმცა, გვარამიასთვის გადაფორმების პროცესი სააკაშვილმა ვერ მოასწრო, რადგან თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის საჩივრის საფუძველზე 5 აგვისტოს „რუსთავი 2"-ის ქონება სრულიად დააყადაღა.


For.ge -ს ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ყარამანიშვილებმა გააპროტესტეს მათთან შეუთანხმებლად არხის გენერალურ დირექტორად ნიკა გვარამიას დანიშვნა, სააკაშვილმა მათ კატეგორიულად მოსთხოვა, წილების განკარგვის მინდობილობა არხის გენერალური დირექტორის სახელზე გაეფორმებინათ, რაც ყარამანიშვილებმა სისრულეში მოიყვანეს.


ამ მინდობილობისა და „რუსთავი 2"-ს გარშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ყარამანიშვილები ისევ დუმილს ინარჩუნებენ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის ნომინალური მფლობელები საქართველოში იმყოფებიან. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ყარამანიშვილების მხრიდან არხის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი არ გაკეთდება.


ჟურნალისტი თამარ ჩიქოვანი ამბობს, რომ სააკაშვილი-გვარამიას სატელეფონო საუბარი უფრო აძლიერებს ეჭვებს, რომ ყარამანიშვილებს „რუსთავი 2"-თან კავშირი არ აქვთ.


„ფორმალურმა თუ არაფორმალურმა მეპატრონეებმა უნდა გააკეთონ განმარტება, მართავენ თუ არა ამ ტელეკომპანიას, თუ მათ არაფერს ეკითხებიან? ძალიან ბევრი ვერსია არსებობს, ამიტომ, ბოლოს და ბოლოს, გამოვიდნენ და გვითხრან, რატომ არ ჩანან, თვითონ რატომ არ იცავენ საკუთარ ქონებას და ამ შემთხვევაში - „რუსთავი 2"-ს? - ბევრი კითხვა არსებობს მფლობელობასთან დაკავშირებით და იქნებ გაგვცენ პასუხი ყარამანიშვილებმა, რომლებიც არც ვიცი, როგორ უნდა მოვიხსენიო", - აცხადებს For.ge -სთან საუბრისას თამარ ჩიქოვანი.


ჟურნალისტ შალვა რამიშვილის განცხადებით, ის ფაქტი, რომ არხის რეალური მფლობელი მიხეილ სააკაშვილია, იმ სატელეფონო საუბრიდანაც დასტურდება, რომელიც უკრაინულმა გამოცემა uareview.in.ua -მა გაავრცელა.


„ამ საუბარში მნიშვნელოვანია შემდეგი რამ - საუბარში გვარამია სააკაშვილს სთხოვს ხელფასს. ფულს სთხოვს იმისათვის, რომ თანამშრომლებს საჭმელი აჭამოს, რაც ცალსახად ადასტურებს, რომ ეს ტელევიზია არის პირადად მიხეილ სააკაშვილის. ის, რომ როგორც მეგობარს, ისე უსმენდა და კონსულტანციას იღებდა, შემდეგ იფიქრა და ეს რჩევები არ გაითვალისწინა, ეს არის მათი „გაპრავების" მცდელობა, რაც ამ მცდელობით არ „პრავდება". პირდაპირ ჩანს, რომ გვარამია ხელფასის ფულს სთხოვს სააკაშვილს.

 

ეს არის 100%-ანი მტკიცებულება იმისა, რომ არხი არის სააკაშვილის და არანაირ ყარამანიშვილებზე ლაპარაკი უკვე აღარც შეიძლება, არც თვითონ ლაპარაკობენ ამაზე. ახლა ყველა „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს უნდა ესმოდეს, რომ ეს არის პირადად სააკაშვილის ტელევიზია, რომელიც განაგებს არხის ფინანსებს. გვარამია არის სააკაშვილის კაცი, მისი ნების აღმასრულებელი და ამაში ის გარკვეულ ანაზღაურებას იღებს", - ამბობს შალვა რამიშვილი.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016