„BBC"-ის ცნობით, ბუქარესტში ღამის კლუბ „CLUBUL COLECTIV"-ში, როკ-კონცერტის დროს მომხდარი ხანძრის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა, 200-მდე კი დაშავდა. რუმინეთის ხელისუფლება დაღუპულთა რაოდენობის გაზრდას არ გამორიცხავს. 25 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
კლუბში 400-მდე ადამიანი, მეტწილად ახალგაზრდები და მოზარდები იმყოფებოდნენ. პიროტექნიკული შოუს დროს ფოიერვერკისაგან ცეცხლი წაეკიდა ხის ჭერს, ხალხი გასასვლელს მიაწყდა, თუმცა მხოლოდ ერთი კარი აღმოჩნდა ღია, რამაც ჭყლეტა გამოიწვია.
რუმინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს აცხადებენ, რომ ძალოვანი უწყებისთვის ჯერჯერობით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ კლუბში პიროტექნიკა ააფეთქეს.
რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა მომხდარს „ტრაგიკული მოვლენა" უწოდა და დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა.