reportiori.ge - რუსულ სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 09:01
მსოფლიო
რუსულ სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა
ავტორი:
31 ოქტომბერი, 2015. 17:24


სააგენტო „ასოშიეითედ პრესი" ეგვიპტის ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ეგვიპტეში რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 17 ბავშვი. ბოლო ინფორმაციით, მაშველებმა 100 ცხედარი ამოიყვანეს.




კატასტროფის დროს ავიალაინერის ბორტზე 217 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. სააგენტო „როიტერი" წერს, რომ 3 მგზავრი - უკრაინის, დანარჩენი კი - რუსეთის მოქალაქეა. ეგვიპტეში მომხდარი ტრაგედიის გამო რუსეთში 1 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.



რუსული ავიაკომპანია „კოგალიმავიას" ლაინერი Airbus А-321 სინაის ნახევარკუნძულზე, პროვინცია ჩრდილო სინაის მთიან რაიონში, ქალაქ ელ-არიშის სიახლოვეს ჩამოვარდა.


წინასწარი ვერსიით, თვითმფრინავმა კატასტროფა ტექნიკური გაუმართაობის გამო განიცადა.

მომხდართან დაკავშირებით რუსეთში სისხლის სამართლის საქმე, „ფრენის წესების დარღვევის" მუხლით აღიძრა. კატასტროფის მიზეზების გამოძიება ეგვიპტის გენერალურმა პროკურატურამაც დაიწყო. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016