თურქეთში, 1 ნოემბერს ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა კონსერვატიულმა „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ" გაიმარჯვა. ბიულეტენების 99%-ის დათვლის შემდეგ ირკვევა, რომ პრეზიდენტ რეჯეფ ტაიფ ერდოღანის გუნდს არჩევნებში მონაწილეთა 49,4 %-მა მისცა ხმა, რაც პარტიას საშუალებას აძლევს, ახალი მთავრობა დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს.
პრემიერ-მინისტრმა აჰმეტ დავუთოღლუმ პარტიის გამარჯვების შესახებ მხარდამჭერთა აქციაზე განაცხადა. განცხადება გააკეთა პრეზიდენტმა ერდოღანმაც და აღნიშნა, რომ მოსახლეობამ თურქეთის ერთობასა და ერთიანობას დაუჭირა მხარი.
ბოლო 5 თვის განმავლობაში თურქეთში საპარლამენტო არჩევნები მეორედ ჩატარდა. 7 ივნისს ჩატარებულ არჩეევნებზე „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ" პარლამენტში უმრავლესობა ვერ მოიპოვა და კოალიციური მთავრობა ვერ შექმნა.
გუშინ ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე 10%-იანი ბარიერი გადალახეს ასევე, მემარცხენე ცენტრისტულმა „სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ" (25,4%), ნაციონალისტურმა „ეროვნული მოძრაობის პარტიამ" (11,9%) და პროქურთულმა „ერთა დემოკრატიის პარტიამ" (10,7%).