reportiori.ge - ირაკლი ბათიაშვილი: ყოფილ ხელისუფლებას დიდძალი შეიარაღება აქვს გადამალული!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 23:03
პრეს-დაიჯესტი
ირაკლი ბათიაშვილი: ყოფილ ხელისუფლებას დიდძალი შეიარაღება აქვს გადამალული!
ავტორი:
02 ნოემბერი, 2015. 11:45


„ყოფილ ხელისუფლებას დიდძალი შეიარაღება აქვს  გადამალული საქართველოს ტერიტორიაზე", - აღნიშნული ინფორმაცია ირაკლი ბათიაშვილმა „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში გააჟღერა. უშიშროების ექს-მინისტრის თქმით, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს, სწორედ ამ იარაღის იმედზეა. ბათიაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული შეიარაღების 80-90% აღმოუჩენელია.


„ხელისუფლებას და შესაბამის სტრუქტურებს დიდი შრომა ელის. მთავარია, არ შეცდნენ ჩვენი ღირსეული მამულიშვილები და საამაყო ქართველი მეომრები, ვინმე სააკაშვილმა არ გამოიყენოს საკუთარი მიზნებისთვის, რაც მას გადაწყვეტილი აქვს", - განაცხადა ბათიაშვილმა.


ამასთან, ყოფილი მინისტრი დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში დაბრუნებას ვერცერთი გზით ვერ შეძლებს.


„ჩარხს უკან ვერავინ დააბრუნებს, უმალ მთავრე ჩამოვარდება მიწაზე. ავანტიურები მათთვისვე დასრულდება ცუდად. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება არ უნდა იყოს არხეინად, ამის უფლება არ აქვს. საკმაოდ დიდ ძალაზეა საუბარი და იმედია, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ თავიდან ავიცილოთ სერიოზული პრობლემები", - განაცხადა ბათიაშვილმა გამოცემასთან ინეტრვიუში.



წყარო: გაზეთი „კვირის პალიტრა"

 

(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016