reportiori.ge - რუსეთში ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთა ამოცნობის პროცედურა დაიწყო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 08:57
მსოფლიო
რუსეთში ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთა ამოცნობის პროცედურა დაიწყო
ავტორი:
02 ნოემბერი, 2015. 12:11


„რია ნოვოსტის" ცნობით, ეგვიპტეში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული 144 ადამიანის ცხედარი რუსეთში გადაასვენეს. კიდევ ერთ რეისს სანკტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტში დღეს საღამოს ელოდებიან.



დღესვე დაიწყო ცხედრების ამოცნობის პროცედურა. სასტუმროში, სადაც დაღუპულთა ნათესავები იმყოფებიან, სასწრაფო დახმარების ბრიგადები ფსიქოლოგებთან ერთად მუშაობენ.



რუსეთის ავიაციის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ავიაკატასტროფა შაბათს მოხდა. შარმ ელ-შეიხიდან სანკტ -პეტერბუგში მიმავალი სამგზავრო თვითმფრინავი Airbus A 321 სინაის ნახევარკუნძულზე ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 224 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის, რუსეთის გარდა, ბელარუსისა და უკრაინის მოქალაქეებიც არიან.



ამასთან, ეგვიპტეში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, სინაის ნახევარკუნძულზე ფრენების შეწყვეტაზე ავიაკომპანია „ურალის ავიახაზებმა" განაცხადა. მანამდე, Flydubai-მ, Air France-მა, Lufthansa-მ, Air Arabia-მ და Emirates Airlines-მა განაცხადეს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ფრენებს დროებით აჩერებენ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016