ბიზნესმენი მამია სანადირაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი თავისი პოლიტიკური გეგმებისთვის ფულს იმ ბიზნესმენებიდან შოულობს, რომლებსაც დღესაც აკონტროლებს საქართველოში.
„მიხეილ სააკაშვილი გამოცდილი „შტირლიცია". თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობა" სააკაშვილმა მაფიის პრინციპით ჩამოაყალიბა. მისი პრეზიდენტობის დროს ჩამოყალიბდა მკაცრი სამთავრობო ვეტიკალი, რომელსაც პარტიის შენახვა და დაფინანსება უნდა უზრუნველეყო. ამიტომ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა გადაწყვიტეს, ეკონომიკის ყველაზე მომგებიანი სეგმენტის მონოპოლიზება მოეხდინათ. როგორ ხდებოდა ეს: შედიოდა ფინანსური პოლიცია და მცირე დარღვევისთვისაც კი ბიზნესმენს თავს უკრავდნენ ციხეში. შემდეგ კი ბოლომდე გაწეწავდნენ. მისი ქონება მიშას ხელდასხმულ ბიზნესმენებს გაუნაწილდებოდა. ასე გაჩნდნენ „ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული ბიზნესმენები: დავით კეზერაშვილი, შარანგია, ყარამანიშვილები, მაქაცარია და ბევრნი ძმანი მათნი", - აცხადებს ბიზნესმენი.
მისი თქმით, მსხვილი ბიზნესების ხელში ჩასაგდებად, სააკაშვილმა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ინფრასტრუქტურა შექმნა, რომელიც დღეს მისთვის სერიზულ დასაყრდენს წარმოადგენს.
„სააკაშვილის დასაყრდენი მონოპოლიები დღესაც არსებობს. ის ძლიერად მომზადებული „საბოტაჟნიკია". უდიდეს ფულს შოულობს საქართველოში და მედიასაშუალებებსაც ყიდულობს. მან იცის, რომ პოლიტიკური ბრძოლა საკმაოდ ძვირი ჯდება", - განაცხადა სანადირაძემ.
წყარო: გაზეთი „კვირის პალიტრა"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)