reportiori.ge - კვირის ქრონიკა: მალე უკრაინის საიტები იმაზე უარეს შემზარავ ვიდეოებს გაავრცელებენ, ვიდრე აქამდე გვინახავს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 28 თებერვალი, 2025. 02:27
პრეს-დაიჯესტი
კვირის ქრონიკა: მალე უკრაინის საიტები იმაზე უარეს შემზარავ ვიდეოებს გაავრცელებენ, ვიდრე აქამდე გვინახავს!
ავტორი:
02 ნოემბერი, 2015. 13:58


„ამ კადრებში ჩანს, როგორ აუპატიურებენ გოგონას მამის თვალწინ, როგორ აწამებენ და აუპატიურებენ მის ცოლს, ეს ყველაფერი კი მთავრდება ამ ბიზნესმენის მკვლელობით"


მილიარდერმა იგორ კოლომოისკიმ დაიქადნა, - სანამ პირში სული მიდგას, სანამ ცოცხალი ვარ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩავაძაღლო, ცოფიან ძაღლებს აძინებენო. ურევია თუ არა კოლომოისკის ხელი ამ აუდიოჩანაწერის გაკეთებასა და გავრცელებაში? ჩვენ მანამდე ვნახეთ წამებისა და მამაკაცების გაუპატიურების უსასტიკესი ვიდეოები და მის გამავრცელებლად მოიხსენიებოდა იგორ კოლომოისკი, რომელიც უკრაინაში ფლობს უამრავ ბიზნესს, მათ შორის, მედიასაშუალებებს. იგი მარტო არ არის, მასთან გაერთიანებულია ყველა ოლიგარქი, მათ შორის მეტსახელით ცნობილი „ანგელა", რომელიც აუღებელ ციხესიმაგრედ ითვლება უკრაინაში. ბატალიონ „ავაზას" ყოფილი მეთაური, გენერალი ტრისტან წითელაშვილი „კვირის ქრონიკასთან" ინტერვიუში კიდევ ერთ სკანდალს აანონსებს. უახლოეს დღეებში უკრაინის საიტები გაავრცელებენ იმაზე უარეს შემზარავ და საშინელი წამებისა და გაუპატიურების ამსახველ ვიდეოებს, ვიდრე ჩვენ აქამდე გვინახავს. ბოლო წლის განმავლობაში ტრისტან წითელაშვილი განსაკუთრებით აქტიურად საუბრობდა იმის შესახებ, რომ სააკაშვილი უკრაინაში ამზადებს „ბოევიკებს", რომ ხელისუფლებაზე სისხლიანი იერიში მიიტანოს. `არ არს დაფარული, რომელიც არ აცხადდეს". ყველაფერი, რასაც ვწერდით, აღმოჩნდა, რომ მართალი იყო.


რა დამატებითი ინფორმაციები აქვს ტრისტან წითელაშვილს, ამის შესახებ „კვირის ქრონიკიდან" გაიგებთ.


- ბატონო ტრისტან, ჩვენი ინფორმაციით, დასავლეთ უკრაინაში უკრაინულ-ამერიკულ სამხედრო ბაზაზე გიგი კალანდაძის ხელმძღვანელობით, 400-კაციანი დაჯგუფება იწვრთნება, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში საქართველოში უნდა გადმოისროლონ. მათ უტარდებათ ინსტრუქტაჟი, როგორ უნდა აიღონ სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტები და როგორ უნდა აწარმოონ თბილისის ქუჩებში საბრძოლო მოქმედებები. რა იცით ამის შესახებ?


- საქართველოს შეიარაღებული ძალების შტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე, დავით მარტიაშვილი, მამუკა მამულაშვილი და კიკაბიძე, ეს არის ერთი ჯგუფი, მათ შექმნეს უკრაინაში ე.წ. საიდუმლო ბაზა, სადაც დაიწყეს სერიოზული გადამზადება, დიახ, მათი ტაქტიკა არის ის, რომ სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტების დაკავება, მისი კონტროლი განახორციელონ, როცა ამის აუცილებლობა დადგება. ასევე, შეიქმნა ფარული ე.წ. დივერსიული ჯგუფები, რომლებიც იმოქმედებენ საქართველოს ხელისუფლების ზურგში. ეს ყველაფერი კი შექმნეს ამერიკელების დახმარებით. სწორედ ამერიკელების დახმარებით ცდილობს სააკაშვილი, საქართველოში მოახდინოს ხელისუფლების დამხობა და მოვიდეს ჩვენი ქვეყნის სათავეში. ამას დაერქვას რევოლუცია, გამარჯვებულებს კი არ ასამართლებენ, რადგან მათ უკან ამერიკელები დგანან. სააკაშვილმა სატელეფონო საუბარში რამდენჯერმე ახსენა „ბოევიკები", ეს ჯგუფი ჩამოსულია. სწორედ მათზე მიანიშნებს სააკაშვილი ბოკერიას, რომ გამოიყენონ ისინი და მოახდინონ „ბოევიკების" საშუალებით პროვოცირება, გასროლა და ცხვირ-პირის მინაყვა. როგორც კი სიტუაცია დაიძაბებოდა და ეს სამოქალაქო დაპირისპირებაში გადავიდოდა, ამ ფონზე გამზადებული იყო გეგმა, როგორ შემოეყვანათ ბათუმიდან მიხეილ სააკაშვილი და ის აიღებდა ხელში ძალაუფლებას, მოხდებოდა სტრატეგიული ობიექტების დაკავება, ხალხის გადმობირება და სისხლიანი რევოლუცია, ხელისუფლებაში მოსულ სააკაშვილს კი ამერიკელები მხარს დაუჭერდნენ და „გააპრავებდნენ".


- შეიარაღებულ ამბოხს სჭირდება იარაღი, ძალოვან სტრუქტურებში ჩანერგილი ხალხი. კონკრეტულად გაქვთ იმ ადამიანების სია, ვინც ძალოვან სტრუქტურებში არიან ჩანერგილები და სააკაშვილს სახელმწიფო გადატრიალებაში დაეხმარებოდნენ?


- ხელისუფლებამ ზუგდიდის სამალავებში უამრავი ტყვია-წამალი და იარაღი აღმოაჩინა ადამიანის წამების ამსახველ ვიდეოფაილებთან ერთად. მაგრამ ეს არ არის პირველი და უკანასკნელი სამალავი, მათ კიდევ აქვთ იარაღის სამალავები კახეთის რეგიონში, სამცხე-ჯავახეთში და შიდა ქართლში. ჩვენთვის ცნობილი არ არის, მიაკვლია თუ არა ხელისუფლებამ იარაღის სამალავებს. ამის გარდა, მე მაქვს სია იმ პირების, ვისაც ბაჩანა ახალაიამ ტაბელური იარაღის ტარების უფლება მიანიჭა, პოლიტიკური დაკვეთების შესრულების სანაცვლოდ. ეს ხალხი საქართველოშია და არსად გაქცეულა. მათ გეგმაშია რამდენიმე სამხედრო ნაწილზე თავდასხმა, სადაც ჰყავთ მხარდამჭერები და ისინი ხელს შეუწყობენ, გაუღონ იარაღის საწყობი. როგორც მოგახსენეთ, თავდაცვის სამინისტროში მათ ჰყავთ ჩანერგილი ხალხი, ვინც მათ იარაღის საწყობებს გაუღებს. სხვათა შორის, მათი გვარ-სახელები თავდაცვის სამინისტროს გადავეცი, რამდენიმე ოფიცერია, ვინც კავშირშია უკრაინაში პორტირებულ „ნაციონალებთან". ესენი გახლავთ: მოდებაძე, ვიცეპოლკოვნიკი ზურაბ თაბუკაშვილი, იგი ბაჩანა ახალაიას მიერაა ჩანერგილი და დღემდე თავდაცვაში მსახურობს. ელგუჯა მოწონელიძე, შალვა ჩუბინიძე, მალხაზ მაკარაძე, ოფიცერი კერესელიძე, ეს ხალხი არსად წასულა, მოქმედნი არიან და ყოველდღიურ კონტაქტს ამყარებენ უკრაინაში გიგი კალანდაძესთან, მარტიაშვილთან, მამულაშვილთან, იღებენ ინსტრუქტაჟს, როგორ უნდა იმოქმედონ სამოქალაქო დაპირისპირების დროს. სწორედ ეს ადამიანები გაუღებენ იარაღის საცავების კარს და  მიაწვდიან იარაღს. ვფიქრობ, ეს პიროვნებები პროკურატურაში უნდა ისხდნენ და ჩვენებებს უნდა იძლეოდნენ წარსულ დანაშაულებზე. უფრო მნიშვნელოვან ინფორმაციასაც გეტყვით, ჩემმა უკრაინელმა კოლეგებმა გამომიგზავნეს ინფორმაცია იმ ოთხ ქართველ სნაიპერზე, რომლებიც მაიდანის სპეცოპერაციებში მონაწილეობდნენ, რაც ხალხის მსხვერპლით დასრულდა. რამდენიმე თვის წინ ეს სნაიპერები საქართველოში ჩამოვიდნენ.


ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს ინფორმაცია მივაწოდე, რომ შესაბამისი ღონისძიება გაეტარებინათ. ერთ-ერთი სნაიპერი პირადად დამიკავშირდა და ფიზიკური განადგურებით დამემუქრა. აი, ასე არიან გათავხედებულები. ბუნებრივია, სპეცსამსახურებმა სამუშაო ღონისძიება გაატარეს. მართალია, არ დაუპატიმრებიათ, მაგრამ ქვეყნიდან განდევნეს და ქვეყანა აარიდეს იმ უბედურებას, რა ჩანაფიქრიც ამათ უნდა განეხორციელებინათ. რა თქმა უნდა, ვიცი მათი ვინაობაც, მაგრამ, ვინაიდან 315-ე მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, თანაც თხოვნაა, თავი შევიკავო ვინაობის დასახელებისგან...


- თითქმის ერთი თვეა, საქართველოს მოსახლეობა სტრესშია იმ წამებისა და გაუპატიურების ამსახველი კადრების გამო, რაც უკრაინის სააგენტოების საშუალებით ვრცელდება. თქვენი ინფორმაციით, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან და როგორია თავად უკრაინის მოსახლეობის განწყობა ე.წ. რეფორმატორების მიმართ?


- ალბათ, ყველას აინტერესებს, რატომ ვრცელდება ასე მასიურად ეს კადრები და რატომ მაინცდამაინც უკრაინიდან. გეტყვით, რომ იგორ კოლომოისკისა და მიხეილ სააკაშვილის დაპირისპირება სერიოზულ ფაზაში გადავიდა. კოლომოისკი საკმაოდ გავლენიანი ოლიგარქია უკრაინაში, მან დაიმუქრა, რომ მიშას ჩაძირავდა. მის რეფორმებს ნიღაბს ჩამოხსნიდა და საბოლოოდ დაასამარებდა. მას, მილიარდების გარდა, აქვს ძალიან სერიოზული კავშირები, სწორედ ამ კავშირების საშუალებით მოახერხა და იყიდა საქართველოდან გატანილი ვიდეოფირები. ეს ფირები გატანილი აქვთ კუდ-ის მაღალჩინოსანს დგებუაძეს, მეტსახელად „მასტერას", მეგის ქარდავასა და ერეკლე კოდუას. როგორც გავიგე, კოლომოისკიმ ეს ფირები მეგის ქარდავასგან იყიდა და არამარტო მისგან. უკრაინაში დაიწყო ამ კადრების ეტაპობრივად ჩვენება, რითიც მოსახლეობას უთხრა, - ნახეთ, ვინ არის სააკაშვილი, რას აკეთებდა საქართველოში, რომელსაც რეფორმად ასაღებდაო. ამ კადრებს უსერიოზულესი რეაქცია მოჰყვა უკრაინაში. ამის შედეგად იყო, რომ უკრაინელებმა პოზიცია შეიცვალეს სააკაშვილის მიმართ, მოუწყვეს ფართომასშტაბიანი აქციები, სააკაშვილის ფავორიტმა ოდესაში წააგო მერობის არჩევნები, მოსახლეობამ სააკაშვილს გადაუკეტა გზა და ისიც ვნახეთ, როგორ გაიქცა კურდღელივით იქიდან. იმასაც გეტყვით, რომ ოდესაში შეიქმნა მოძრაობა „თავისუფლება" და სააკაშვილის წინააღმდეგ აპირებენ ფართომასშტაბიანი აქციების მოწყობას, ემუქრებიან, მაიდანს მოგიწყობთო. დამერწმუნეთ, ეს მიიღებს ძალიან სერიოზულ სახეს. მაქვს ინფორმაცია, რომ უფრო სერიოზულ კადრებს გაავრცელებენ, ვიდრე აქამდე იყო და ეს საშინელი კადრები უკრაინის მოსახლეობას ჭკუიდან შეშლის, მიხეილ სააკაშვილს კი ჩაქოლავენ...


- კი მაგრამ, იმაზე საშინელება რაღა უნდა იყოს, რაც ჩვენ ვნახეთ?..


- როგორც ვიცი, იმ კადრებში არის ისეთი საშინელება აღწერილი, რაც შეუძლებელია, ადამიანის გონებამ წარმოიდგინოს. არ ვიცი, ასეთი ბოროტება როგორ უნდა მოუვიდეს ადამიანს თავში, რომ განახორციელოს. ამ კადრებში ჩანს, როგორ აუპატიურებენ გოგონას მამის თვალწინ, როგორ აწამებენ და აუპატიურებენ მის ცოლს, ეს ყველაფერი კი მთავრდება ამ ბიზნესმენის მკვლელობით, რაც კადრზეა აღბეჭდილი. ეს არის იმდენად საშინელება, რომ ეს ვიდეოფირი სააკაშვილს გადაიყოლებს. დღეს ჩვენ ვისმენთ ზოგიერთ თანამდებობის პირთა და არასამთავრობოთა მოსაზრებას, რომ უნდა დავსაჯოთ ამ კადრების გამავრცელებლები და არაფერს ამბობენ მათ დასჯაზე, ვინც ეს საშინელება ჩაიდინა. მეტიც, ვინც ამ დანაშაულს უკვეთდა, ისინი თითის ქნევით გველაპარაკებიან და გვემუქრებიან. გიგა ბოკერია, გივი თარგამაძე, გოგა ონიანი და ა.შ. ეს არის ხალხი, ვის გარეშეც არაფერი არ ხდებოდა. სწორედ ესენი არიან ამ საშინელი კადრების შემქმნელები, მონაწილეები და თუ ჩვენ თავმოყვარე ქვეყანა ვართ, სააკაშვილი გაკოჭილი უნდა ჩამოიყვანო და ციხეში ამყოფო.


- წამების რა კადრზეც თქვენ საუბრობთ, ესეც სამეგრელოში ხდება?


- დიახ, სამეგრელოში ხდება. ახალაიებმა იქ შექმნეს გასაიდუმლოებული წამების ბაზა, როგორც ეს ნორიოში ჰქონდათ. ნორიოს ბაზაზე „ზონდერებს", მკვლელებსა და სნაიპერებს ამზადებდნენ, ხოლო სამეგრელოს წამების ბაზაზე, უფრო სწორად იმ მიწისქვეშა საწამებელ ბუნაგში ხალხს სცემდნენ, აუპატიურებდნენ, კლავდნენ, ეს იყო ახალაიების მიერ ორგანიზებული სადამსჯელო სისტემა, რომელსაც ისინი მიხეილ სააკაშვილის მითითებით აკეთებდნენ. ჩემი უკრაინელი კოლეგების ინფორმაციით, ძალიან მალე წამების ამსახველი ეს ვიდეოფირიც გასაჯაროვდება.


- თქვენ როგორ ფიქრობთ, აუდიოჩანაწერი, სადაც მიხეილ სააკაშვილი სისხლისღვრისკენ მოუწოდებდა, რომელი ქვეყნის სპეცსამსახურებმა გააკეთეს?

 

- ჩემი აზრით, ამის უკან დგას იგორ კოლომოისკი, რომელიც ახლო კავშირშია უკრაინის სპეცსამსახურებთან, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში მოქმედ მილიარდერებს ფეხი მტკივნეულ ადგილზე დააბიჯა, ამას კი არავინ აპატიებს, უკრაინელები ქართველებისგან, ამ მხრივ, ძალიან განსხვავდებიან. უკრაინის ძალოვან სტრუქტურებშიც მიუღებელია მიხეილ სააკაშვილი და ამიტომაც არის, რომ ისინი კოლომოისკის ეხმარებიან. ამ მოსმენებს უკრაინის სპეცსამსახური ახორციელებს. უმოკლეს ხანში დარწმუნდებით, რომ ყველაფერი, რაც ჩვენ თვალწინ ხდება, წამების ამსახველი ვიდეოების გავრცელება იქნება თუ აუდიოჩანაწერების გამოქვეყნება, ამის უკან დგას არა საქართველოს სპეცსამსახურები, არამედ უკრაინის ძალოვანი სტრუქტურა.


- სააკაშვილის მზაკვრული გეგმა გაშიფრულია, როგორ ფიქრობთ, ამის მიუხედავად, ის მაინც განახორციელებს ხელისუფლების დამხობის გეგმას?


- მას აქვს რამდენიმე ვარიანტი, არ არის გამორიცხული, რომელიმე პოლიტიკური ლიდერის ლიკვიდაცია მოახდინონ, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს ნიკა გვარამია, რომელიც მათ სტარტს მისცემს მზაკვრული მიზნების განხორციელებისთვის. ესენი ხომ ბინძური საქმის კეთების პროფესიონალები არიან.

 

 

 

ნინო სამხარაძე

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016