„ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი გოგა ხაჩიძე ქვეყანაში რევოლუციური პროცესების განვითარებას ცალსახად არ ემხრობა. როგორც ხაჩიძემ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა, დაუსრულებელი დაპირისპირება და „მუდმივად სისხლზე აპელირება მოსახლეობას ყელში ამუვიდა".
„ეს ბოლო სოციოლოგიურმა კვლევებმაც ცხადყო, სადაც გამოკითხულთა უმრავლესობამ პოლიტიკური პროცესების მიმართ სრული ნიჰილიზმი გამოამჟღავნა. ასე რომ, დაპირისპირების ინსპირირებით პოლიტიკური ქულების ჩაწერას ვერცერთი პოლიტიკური ორგანიზაცია ვერ შეძლებს. ვფიქრობ, ჩემს ნაცვლად თავად „ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა უნდა უპასუხონ შეკითხვას: გახდა თუ არაა სააკაშვილი პოლიტიკური ტვირთი? ამ საკითხზე ჩვენი პოზიცია ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაშიც იკითხება, დანარჩენი კი შიდაპარტიული საუბრის თემაა და ამაზე თავად ნაციონალებმა უნდა ილაპარაკონ", - განაცხადა ხაჩიძემ.
წყარო: გაზეთი „კვირის პალიტრა"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)