reportiori.ge - ალექსანდრ სნაგოვსკი: ეგვიპტეში რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი გარე ზემოქმედება იყო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 09:01
მსოფლიო
ალექსანდრ სნაგოვსკი: ეგვიპტეში რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი გარე ზემოქმედება იყო
ავტორი:
02 ნოემბერი, 2015. 14:49


ავიაკომპანია კოგალიმავიას" გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრ სნაგოვსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეგვიპტეში რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი გარე ზემოქმედება იყო.



სნაგოვსკიმ გამორიცხა, რომ ლაინერის ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა ან ადამიანური ფაქტორი იყო.



ავიაკომპანია ყველაფერს გააკეთებს, რათა დაღუპულთა ნათესავებს დახმარება გაუწიოს და გამოძიების რეალური შედეგები მიიღოს", - განაცხადა ალექსანდრ სნაგოვსკიმ.



მისი თქმით, ჩამოვარდნის დაწყებისთანავე, ლაინერის ეკიპაჟმა მართვის კონტროლი დაკარგა. მისი მტკიცებით, ტექნიკური გაუმართაობის გამო თვითმფრინავი ჰაერში ნაწილებად ვერ დაიშლებოდა. გარდა ამისა, ლაინერის ორივე ძრავი ტექნიკურად გამართული იყო, რადგან ბოლოს 26 ოქტომბერს შემოწმდა.



რუსეთის ავიაციის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ავიაკატასტროფა შაბათს მოხდა. შარმ-ელ-შეიხიდან სანქტ-პეტერბურგში მიმავალი სამგზავრო თვითმფრინავი „Airbus A 321" სინაის ნახევარკუნძულზე ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 224 ადამიანი დაიღუპა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016