reportiori.ge - ირაკლი ბათიაშვილი: სააკაშვილის მთავარი მიზანია ხელისუფლების დამხობა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 28 თებერვალი, 2025. 02:19
პრეს-დაიჯესტი
ირაკლი ბათიაშვილი: სააკაშვილის მთავარი მიზანია ხელისუფლების დამხობა!
ავტორი:
02 ნოემბერი, 2015. 17:41


საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი ირაკლი ბათიაშვილი ექს-პრეზიდენტის შესახებ საუბრისას ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მთავარი მიზანი საქართველოს ხელისუფლების დამხობაა. როგორც „კვირის პალიტრას" ბათიაშვილმა განუცხადა, ამის შესახებ მას ინფორმაცია დიდი ხანია ჰქონდა და არაერთხელ უთქვამს კიდეც.

 

„რამდენი ხანია ვამბობ, რომ სააკაშვილს სწადია მასობრივი არეულობის მოწყობის ინსპირირება და ორგანიზება, რაც საბოლოოდ ემსახურება მის მთავარ მიზანს - ხელისუფლების დამხობას", - განაცხადა ბათიაშვილმა.

 

ყოფილი მინისტრი კონკრეტულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ სააკაშვილს დაგეგმილი აქვს გამოცდილ „ბოევიკთა" ჯგუფების საქართველოში თანმიმდევრული შემოყვანა. „შეიარაღებული ჯგუფები არსებობენ და, ჩვენდა სამწუხაროდ, ისინი დაკომპლექტებულია როგორც ქართველი, ასევე უკრაინელი მებრძოლებით. სააკაშვილი და მისი ვიწრო წრე - გია ლორთქიფანიძე და დავით კეზერაშვილი აქტიურად მუშაობენ, რომ ამ საქმეში ჩართონ საბრძოლო გამოცდილების მქონე ჩეჩნური ჯგუფები და ისინი თანმიმდევრულად შემოვიდნენ საქართველოში. ბევრია ასეთი ჯგუფი, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში მებრძოლები, ასევე ის ჯგუფები, რომლებიც შესაძლოა, ჩრდილო კავკასიიდან შემოვიდნენ. მებრძოლების შემოსვლა თურქეთიდან ან რუსეთიდანაც არ იქნება პრობლემა", - განაცხადა ბათიაშვილმა.


 

წყარო: გაზეთი „კვირის პალიტრა"

 

(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016