reportiori.ge - გია გაჩეჩილაძე: მოვისმინე ვერსია, რომ „მაესტროს“ დავით კეზერაშვილი ყიდულობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 28 თებერვალი, 2025. 02:40
პრეს-დაიჯესტი
გია გაჩეჩილაძე: მოვისმინე ვერსია, რომ „მაესტროს“ დავით კეზერაშვილი ყიდულობს
ავტორი:
02 ნოემბერი, 2015. 16:26


ტელეკომპანია „მაესტროს" ერთ-ერთი მეწილე გია გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ ტელეკომპანიის გაკოტრებას არ დაუშვებს და არხის მენეჯმენტს ბოლომდე შეეწინააღმდეგება. ამის შესახებ გაჩეჩილაძე „კვირის პალიტრას" ესაუბრა და აქვე გამოთქვა ვარაუდი, რომ არხის გაკოტრებაზე სასამართლოში შეტანილი განაცხადი, შესაძლოა, მისი გაყიდვის მცდელობა იყოს, რადგან ვრცელდება ინფორმაცია, რომ „მაესტროს" შესყიდვა დავით კეზერაშვილს სურს.


„ვფიქრობ, ჩემი, როგორც დამფუძნებლის ტელეკომპანიიდან ჩამოცილება უნდათ. მარტივია, თუ კომპანიას ზედმეტი მეწილეებისა და დამფუძნებლებისგან გაწმენდენ, მთელ აქტივებს ბევრად ბევრად სარფიანად გაყიდიან.

 

დღესდღეობით ტელეკომპანია გაკოტრებულად გამოცხადებას არ საჭიროებს, „მაესტრომ" კრედიტი 2019 წლამდე აიღო, რომლის დაბრუნებასაც კოტე გოგელია განსაზღვრულ დროზე ადრე, დაუსაბუთებლად ითხოვს. „მაესტროს" ფუნქციონირებისთვის ხელი არასდროს შემიშლია, მაგრამ გაკოტრებას ბოლომდე შევეწინააღმდეგები.

 

ვერ დავადასტურებ, თუმცა, მოვისმინე ვერსია, რომ „მაესტროს" დავით კეზერაშვილი ყიდულობს. ამ ეჭვს ისიც მიმყარებს, რომ დღეს ტელეკომპანიას კეზერაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების გამტარებელი გიორგი ისაკაძე მართავს", - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.


„კვირის პალიტრას" ესაუბრა გიორგი ისაკაძეც და ტელეკომპანიის დავით კეზერაშვილისთვის მიყიდვის შესახებ გავრცელებული ხმები უარყო. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016