„ამ ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ როგორც მოიქცა ხელისუფლება, იყო სწორი, ეს გახლდათ პრევენციული ზომა, რომ „ნაციონალებმა" ვეღარ გაბედონ ამ გზით ქუჩაში გამოსვლა და დესტაბილიზაციის მოწყობა", - აცხადებს იურისტი ვალერი გელბახიანი „კვირის ქრონიკასთან" საუბარში და აქვე განმარტა, რომ თუ ხელისუფლება არსებულ ვითარებაში პროვოკაციას აჰყვება და შეცდომას დაუშვებს, რევოლუცია გარდაუვალი იქნება.
„ჩანაწერში, რა თქმა უნდა, საუბარია არაკონსტიტუციურ მოდელზე, თუმცა, ამის თაობაზე ჩემი აზრი მაქვს, ეს შეიძლება იყოს სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი, მაგრამ არ იქნება საკმარისი ბრალდებისთვის, რადგან მხოლოდ ტელეფონზე საუბარი პროცესის ქმედებაში მოყვანას არ ნიშნავს. აქედან გამომდინარე, ეს ფაქტი პოლიტიკური თვალსაზრისით არის საინტერესო, საიდანაც იკითხება, რას აპირებს „ნაციონალური მოძრაობა", მაგრამ მეორე მხარეცაა. კარგად გახსოვთ, სააკაშვილის რეჟიმის დროს საქართველოში იყო კარვების ქალაქი, რამდენიმე თვე იმართებოდა დემონსტრაციები, იყო მასების მღელვარება, მაგრამ მათ დასაშლელად არ გამოყენებულა ძალისმიერი მეთოდები. ხალხი დაიღალა და სახლებში წავიდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ თუ ხელისუფლება ამ ტიპის პროვოკაციებს წამოეგება და „ნაციონალების" მიერ აღმართული ბარიკადების დასაშლელად ძალისმიერ მეთოდებს გამოიყენებს, მაშინ გარდაუვალი იქნება ის სისხლიანი რევოლუცია, რაზეც სააკაშვილი საუბრობს.
ამ ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ როგორც მოიქცა ხელისუფლება, იყო სწორი, ეს გახლდათ პრევენციული ზომა, რომ „ნაციონალებმა" ვეღარ გაბედონ ამ გზით ქუჩაში გამოსვლა და დესტაბილიზაციის მოწყობა", - განაცხადა ვალერი გელბახიანმა.
წყარო: „კვირის ქრონიკა"