reportiori.ge - ვახტანგ მაისაია: მიხეილ სააკაშვილს ძმები ბეჟუაშვილები ბნელი საქმეების შესასრულებლად ფინანსურად დღესაც ეხმარებიან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 28 თებერვალი, 2025. 02:45
პრეს-დაიჯესტი
ვახტანგ მაისაია: მიხეილ სააკაშვილს ძმები ბეჟუაშვილები ბნელი საქმეების შესასრულებლად ფინანსურად დღესაც ეხმარებიან
ავტორი:
02 ნოემბერი, 2015. 18:12


სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიას განცხადებით, საგამოძიებო უწყებები უნდა დაინტერესდნენ, რა ფული ტრიალებს „ნაციონალურ მოძრაობაში" და სად მიდის ქვეყანაში შემოსული შავი კაპიტალი. მაისაიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა გელა ბეჟუაშვილს საგარეო დაზვერვა იმ მიზნით ჩააბარა, რომ მისი საშუალებით მნიშვნელოვანი ფინანსური კაპიტალი დაეგროვებინა.


„დიდი ალბათობით, მიხეილ სააკაშვილს ძმები ბეჟუაშვილები ბნელი საქმეების შესასრულებლად ფინანსურად დღესაც ეხმარებიან. გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებშიც იკვეთება მნიშვნელოვანი დეტალი: სააკაშვილი ბოკერიას ჰპირდება, რომ ფინანსურად „ბეჟო" დაეხმარება და საქმის ეფექტურად შესასრულებლად მას 160-ს გადასცემს. ცალსახაა, რომ სააკაშვილი ბეჟუაშვილზე მიუთითებს. კეზერაშვილთან ერთად, დავით და გელა ბეჟუაშვილები „ნაცმოძრაობის" დამფინანსებლები იყვნენ", - განაცხდა მაისაიამ.

 

სამხედრო ექსპერტი „ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით ქვეყანაში არეულობის მოწყობას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ პარტიას სახელმწიფოში პროვოკაციების მოსაწყობად დღემდე მათი მფარველობის ქვეშ არსებული ოფიციალური სტუქტურებიც დაეხმარებიან.


„მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე პაპუაშვილი ზურაბ ადეიშვილის მეგობარია და უმაღლეს თანამდებობაზეც მისი რეკომენდაციით დაინიშნა. ის „ნაციონალური მოძრაობის" დავალებებს დღესაც უპირობოდ შეასრულებს. „ნაციონალური მოძრაობის" ნებისმიერ მხარდამჭერს შეუძლია, საკონსტიტუციო სასამართლოში მისთვის სასურველი შედეგი მიიღოს. ეს კარგად გამოჩნდა საბანკო ზედამხედველობის საკითხზეც, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო", - განაცხადა მაისაიამ.



 

 

 

წყარო: გაზეთი „კვირის პალიტრა"

 

(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016