დღეს გავრცელებულ მიხეილ სააკაშვილის და სოფო ნიჟარაძის საუბარში, სოფო ნიჟარაძე „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებიდან ნოდარ მელაძეზე ამბობს: „ნოდარ მელაძეა ყველაზე ჩაჯმული. სუნი ასდის შორიდან".
ჩანაწერის გავრცელების შემდეგ ნოდარ მელაძეს ფეისბუქზე ამხნევებენ კოლეგები. მათ შორისაა ინგა გრიგოლია: "ასე სახალხოდ რომ გითხრა, უძალიანესად რომ მიყვარხარ და უბადლო ჟურნალსტი და საუკეთესო მეგობარი ხარ, არა უშავს ხო"?
"ესეთი სწერვა როგორაა?"
რუსუდან ვაშაკიძე (გიორგი გაბუნიას გადაცემა "არჩევანის" პროდიუსერი")
"უშიშარიც რომ არის და რაებს უგონებენ? სად ნახა და სად იპოვა შეშინებული და რა ინტერპრეტაციებით მიაქვს ამბები, ფუჰ"
ინგა გრიგოლია: „ეხლა სადმე რომ შემხვდეს, არ ვუსურვებდი"
რუსუდან ვაშაკიძე: არც მე
ინგა გრიგოლია: არაა ღირსი, გადაუაროს თავზე?
რუსუდან ვაშაკიძე: თვითონ რა გაუკეთებია, ისე?
ინგა გრიგოლია: "ჩვენ კი ვიცით, რაც გაუკეთებია... თვითონ როგორ არ უტყდება, ნოდარის გამო თვალს გამოვწიწკნი ნებისმიერს"