reportiori.ge - არიან თუ არა თარგამაძე- ბოკერია- ბარამიძე კოლომოისკის მორიგი სამიზნეები?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 28 თებერვალი, 2025. 03:04
პრეს-დაიჯესტი
არიან თუ არა თარგამაძე- ბოკერია- ბარამიძე კოლომოისკის მორიგი სამიზნეები?
ავტორი:
03 ნოემბერი, 2015. 03:22


ეს ამბავი თავად ბოკერიას გაუმხელია რამდენიმე თანაგუნდელისთვის, - თუ ეს ჩანაწერებიც გამოქვეყნდა, მე და რამდენიმე კაცს გასაქცევად გვექნება საქმეო, თუ გავასწარით, და ვინც აქ დარჩებით, საკუთარ თავს თავადვე უშველეთო


მიხეილ სააკაშვილთან გიგა ბოკერიასა და ნიკა გვარამიას სატელეფონო საუბრების ჩანაწერების გამოქვეყნებამ „ნაცმოძრაობაში" დიდი პანიკა გამოიწვია. ქრონიკას" სანდო წყარომ მოაწოდა ინფორმაციები იმის შესახებ, რა ხდებოდანაცმოძრაობის" „სხადნიაკზე" ამ სკანდალური ჩანაწერების შემდეგ და რა ხასიათზე არიან მისი ლიდერები.


თუ წყაროს ვერწმუნებით, უპირველესად, ამ ჩანაწერების გამოქვეყნებას პარტიაში შიდა დაპირისპირება მოჰყვა. პრაქტიკულად, ამ ამბავს ადასტურებს ბოლო ორი დღის მანძილზე გაკეთებული სხვადასხვა კომენტარები და შეფასებები, რაც ცხადყოფს, რომ „ნაცების" ერთი ნაწილი სააკაშვილს ემიჯნება. წყაროს თქმით, გიგა ბოკერიას თანაპარტიელთა ნაწილი დაუპირისპირდა და თითქმის 1 წლის წინანდელი ამბავი შეახსენა, როცა ისინი მოითხოვდნენ მიხეილ სააკაშვილთან, მინიმუმ, დისტანცირებას ან პარტიის თავმჯდომარეობიდან გადაყენებას და ეს საკითხი მას არაერთხელ დაუსვეს, რაზეც მაშინ ექსკლუზიურად ვწერდით კიდეც.


ბოკერიამ დაპირისპირებულ თანაგუნდელებს შეახსენა, რომ ამის გაკეთება თავადაც სურდა, მაგრამ რეალურად ერთადერთი მიზეზის გამო დარჩა სააკაშვილი გუნდის ლიდერად - მას ფული აქვს, რომელიც „ნაცმოძრაობას" არ გააჩნია და ჰაერივით სჭირდება (ეს „ნაცმოძრაობის" „ობშიაკის" ფულია, რომელზე პრეტენზია ადრე ბოკერიას ჰქონდა, მიშას მოსთხოვა კიდეც ამ „ობშიაკიდან" გარკვეული თანხა, მაგრამ მან ერთი ცენტიც კი არ მისცა). ბოკერიამ უფრო დაუკონკრეტა უკმაყოფილოებს - იმდენი ფული კი გვაქვს, რომ ვიარსებოთ და ვიაქტიუროთ, მაგრამ იმ რევოლუციის მოსაწყობი ფული, რომელსაც ვაპირებთ, არ გაგვაჩნია, მით უფრო, თუ რევოლუციური პროცესები დაიწყო, საკმაოდ დიდხანს გასტანს და ამას სერიოზული თანხები სჭირდებაო.


იქვე უთქვამს უკმაყოფილო მეგობრებისთვის, ნუ გავიწყდებათ, რომ უკვე პოლიტიკურად ვართ გაკოტრებული და რევოლუციის გარდა ხელისუფლებაში დაბრუნების სხვა გზა არ გაგვაჩნია, ეს თქვენც კარგად იცითო. გიგა ბოკერიას გაუხსენებია, რომ „ნაცმოძრაობის" ყველა აქცია სააკაშვილის ფულით დაფინანსდა, ზოგიერთი პარტიული ლიდერი იმდენად უსინდისო აღმოჩნდა, რომ აქციის მოსამზადებელ დღეებში, საკუთარ მანქანაში ბენზინსაც კი პარტიული ბიუჯეტიდან ასხამდა, როცა ყველა მათგანს რამდენიმე სახის ბიზნესი აქვს, ოფორულ ზონებში აქვთ ფული გადამალული და იმის ნაცვლად, რომ პარტიას შეეწიონ, პირიქით, პარტიის ფულს ეხარბებიანო. წყარო აცხადებს, რომ გიგა ბოკერია კობა ხაბაზს, გიორგი ბარამიძესა და აკაკი ბობოხიძეს გულისხმობდა, რადგან პარტიის კულუარებში საუბრობენ,რომ პარტიულ ფულს სწორედ ისინი ეტანებიან.


„ნაცმოძრაობის" ცენტრალურ ოფისში არავინ მალავს, რომ „რუსთავი 2″-ის გამოყენებას რევოლუციური პროცესების დასაწყებად აპირებდნენ და ძალიან იმედგაცრუებულნი არიან, რომ სააკაშვილი-გვარამიასა და სააკაშვილი-ბოკერიას სატელეფონო საუბრების ჩანაწერები გამოქვეყნდა. პარტიის ლიდერები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ მათ ეს ბრძოლაც მოუგო და რევოლუციის დაწყების შანსი მოუსპო. ახლა ერთადერთი ვარიანტი რევოლუციის დასაწყებად საპარლამენტო არჩევნები რჩებათ, რომელიც გაისად შემოდგომით ჩატარდება, თუ ცხადია, მანამდე ისე არ განვითარდა მოვლენები, რომ „ნაცებს" დესტაბილიზაციის მორიგი შანსი გაუჩნდეთ.


მართალია, „ნაციონალები" აცხადებენ, რომ ეს ჩანაწერები საქართველოს ხელისუფლებამ უკანონოდ მოიპოვა, ნიკა გვარამიას და გიგა ბოკერიას საუბრებს სუს-ი ისმენს, მაგრამ ეს საჯარო განცხადებები პიარისა და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის სჭირდებათ. პარტიის ყველა ლიდერი დარწმუნებულია, რომ ეს მოსმენები უკრაინაში განხორციელდა, შესაბამისად, უკრაინაში უსმენდნენ მიხეილ სააკაშვილს და არა საქართველოში - ბოკერიასა და გვარამიას. გიგა ბოკერიას განუცხადებია, რომ სააკაშვილს უკრაინის სპეცსამსახურებში ადგილობრივი მილიარდერის, იგორ კოლომოისკის ჩანეგილმა ხალხმა მოუსმინა და თავად სააკაშვილიც ამ აზრზე ყოფილა.


შეგახსენებთ, რომ დნეპროპეტროვსკის ყოფილი გუბერნატორი იგორ კოლომოისკი და მიხეილ სააკაშვილი გადაკიდებულნი არიან, კოლომოისკი სააკაშვილს დაემუქრა, რომ ოდესაში არ გაახარებს, გუბერნატორის პოსტსაც დაკარგავს და თავად გამოაცილებს კიევიდან, როცა მისი ქართველი სამართალდამცავებისთვის გადმოცემა მოხდება. ეს ბრძოლა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის პოროშენკოს მრჩეველი გახდა. თუმცა, ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც, შესაძლოა, სააკაშვილსა და სხვა „ნაციონალებს" დაემართოთ.


გიგა ბოკერია, გივი თარგამაძე, გოკა გაბაშვილი, გიორგი ბარამიძე, კობა ხაბაზი და აკაკი მინაშვილი შიშობენ, რომ კოლომოისკის, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილისა და მათი სატელეფონო ჩანაწერებიც ექნება, რომლებიც 21 ოქტომბრამდე, ანუ სააკაშვილის ბოკერიასთან და გვარამიასთან უკვე გამოქვეყნებულ სატელეფონო საუბრებამდე რამდენიმე დღით ადრე შემდგარა.


წყარო აცხადებს, რომ, თუ ესენი გამოქვეყნდა, მაშინ ვერც ერთი მათგანი ციხეს ვერ გადაურჩება. სააკაშვილი მათ თურმე უფრო დეტალურად და ღია ტექსტით ესაუბრება „რუსთავი 2″-თან დაკავშირებულ რევოლუციურ სცენარზე, მოვლენების შემდგომ განვითარებაზე, სადაც უხვად არის ისეთი ტექსტები, რომლებიც ცალსახად დაადასტურებს, რომ სააკაშვილი ამ ხალხთან ერთად, სისხლიან სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა.


წყაროს თქმით, ამ საუბრების შინაარსი ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე „უკრაინული ვიკილიქსის" მიერ სტამბოლის აეროპორტში სააკაშვილისა და ბოკერიას საუბარი, სადაც მიშას გეგმით, „რუსთავი-2″-ის ერთი ჟურნალისტი, აუცილებლად ბავშვიანი ქალი უნდა მოკლან „ბოევიკებმა" და ნიკა გვარამია სასტიკად სცემონ. წყარო აცხადებს, რომ ეს ამბავი თავად ბოკერიას გაუმხელია რამდენიმე თანაგუნდელისთვის - თუ ეს ჩანაწერებიც გამოქვეყნდა, მე და რამდენიმე კაცს გასაქცევად გვექნება საქმეო, თუ გავასწარით, და ვინც აქ დარჩებით, საკუთარ თავს თავადვე უშველეთო. „ნაციონალების" ლიდერები თურმე ამბობენ, ჯერ შეშინებული გიგა ბოკერია არ გვინახავს; 2012 წლის არჩევნებში დამარცხების შემდეგ, როცა მიხეილ სააკაშვილსაც ისტერიკა დაემართა, პარტიის წამყვანი ლიდერები ან საზღვარგარეთ გაიქცნენ, ან საქართველოში იმალებოდნენ, ერთადერთი ბოკერია არ დაბნეულა და ყველა საქმეს ეგ აკეთებდა, ახლა კი, გარეგნულად, მედიასთან კი ინარჩუნებს სიმშვიდეს, მაგრამ სინამდვილეში ძალიან შეშინებული და დაბნეულიაო.


მოკლედ, თუ წყაროს დავეყრდნობით, გიგა ბოკერია, გივი თარგამაძე, გოკა გაბაშვილი, გიორგი ბარამიძე, კობა ხაბაზი და აკაკი მინაშვილი ნაღმზე სხედან, არ იციან, როდის აფეთქდება, ან საერთოდ, აფეთქდება თუ არა ეს ნაღმი. თუ კოლომოისკის ხელთ აქვს ეს ჩანაწერები და გამოაქვეყნა, მაშინ სააკაშვილსაც ახალ ბრალს წაუყენებენ და ვინც ჩამოვთვალე, მათაც - ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობას. ლოგიკურად ჩნდება კითხვები.


თუ ეს ჩანაწერები იგორ კოლომოისკის ხელთ აქვს, რატომ არ გამოუქვეყნა მიხეილ სააკაშვილს? რატომ არ გაასაჯაროვა ის ჩანაწერები, რომლებშიც სააკაშვილი ცალსახად ლაპარაკობს სახელმწიფო გადატრიალებაზე, სისხლისღვრის აუცილებლობაზე, მკვლელობებსა და სხვა უბედურებებზე და დანაშაულში აშკარად იმხილება? ამით ხომ კოლომოისკი უფრო დიდ, იქნებ მომაკვდინებელ დარტყმასაც კი მიაყენებდა სააკაშვილს, როგორც პოლიტიკოსს და შესაძლოა, ამის შემდეგ, ის ოდესის გუბერნატორობიდანაც მოეხსნათ და გზიდანაც ჩამოიცილებდა მოწინააღმდეგეს. არადა, კოლომოისკის საბოლოო მიზანი ხომ სწორედ ეს არის? კოლომოისკის რა უდევს გუნებაში, კაცმა არ იცის.


შესაძლოა, მან ეტაპობრივად, მეთოდურად გადაწყვიტა სააკაშვილის განადგურება, ჯერ სამეგრელოში, კასრებში აღმოჩენილი მამაკაცთა გაუპატიურების კადრები გაუვრცელა, შემდეგ, სტამბოლის აეროპორტში ბოკერიასთან საუბარი, რის საფუძველზეც სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.


ეს საქმე კი ბოლოს, სააკაშვილი-ბოკერიასა და სააკაშვილი-გვარამიას გამოქვეყნებულმა ჩანაწერებმა გაამყარა. შესაძლოა, კოლომოისკიმ ის ჩანაწერები, ბოკერიას და სხვა „ნაციონალებს" რომ გული უსკდებათ, რამდენიმე დღეში გაასაჯაროოს და საბოლოოდ დაუსვას წერტილი სააკაშვილსაც და რაც მის გეგმებში არ უნდა შედიოდეს, „ნაცმოძრაობასაც" კი. თუ კოლომოისკის ეს სატელეფონო ჩანაწერებიც აქვს, არ არის გამორიცხული, მიხეილ სააკაშვილთან გარიგებაზეც წავიდეს, არ გამოაქვეყნოს და ამის სანაცვლოდ მიშამ ოდესაც დატოვოს და საერთოდ, უკრაინაც. კოლომოისკის მიზანი ხომ მისი გზიდან ჩამოცილებაა, მთავარია, ამას მიაღწიოს და მისთვის მეორეხარისხოვანი უნდა იყოს, მიშა უკრაინის მიღმა სად იცხოვრებს და სად განაგრძობს საქმიანობას.


წყარო აცხადებს, რომ ბოკერიაზე არანაკლებ შეშინებულია სააკაშვილი. მიშა დარწმუნებული ყოფილა, რომ მას იგორ კოლომოისკის აგენტურა უსმენს და რაც ზემოთ მოგახსენეთ, იმის გარდა, მისგან კიდევ უარესს ელოდება. სააკაშვილი შიშობს, რომ კოლომოისკის მის გარემოცვაშიც ჰყავს აგენტურა და დიდი შანსია, რომ მას ჰქონდეს მისი და უკრაინაში მყოფი ქართველი „ბოევიკების" ლიდერთა ჩანაწერები. უკრაინაში „ნაცმოძრაობის" ყოფილი „ზონდერები" იმყოფებიან - სასჯელაღსრულების სისტემის, პოლიციისა და უშიშროების ყოფილი თანამშრომლები, მათ შორის, ძებნილები. მედიით არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ, თუ საქართველოში რევოლუციური პროცესები დაიწყება, სააკაშვილი ამ ხალხს საქართველოში შემოიყვანს, შეაიარაღებს, რასაც სისხლისღვრა და სამოქალაქო ომი მოჰყვება.


ეს „ზონდერები" კიევსა და ოდესაში ცხოვრობენ, მათი შენახვის ხარჯებს მიშა იხდის. „ზონდერები" ჯგუფებად არიან დაყოფილნი და ყველა ჯგუფს თავისი მეთაური ჰყავს. წყარო აცხადებს, რომ თავად „ნაცმოძრაობის" ოფისში გავრცელდა ეს ინფორმაცია. სააკაშვილი ამ მეთაურებს ზოგჯერ ერთად, ზოგჯერ ცალ-ცალე ხვდებოდა და ეთათბირებოდა.


მათი საუბრის მიზანი თბილისსა და სხვა ქალაქებში სისხლიანი სცენარის განვითარება, სამოქალაქო ომის დაწყების დეტალების დაზუსტება და ზოგადად, სისხლისღვრა და არეულობა ყოფილა. რამდენიმე შეხვედრა მის კაბინეტშიც შემდგარა. ჰოდა, მიშა ფიქრობს, რომ არ არის გამორიცხული, კოლომოისკიმ ამ მეთაურთაგან ერთი ან რამდენიმე გადაიბირა და რომელიმე მათგანს ჩემთან შეხვედრისას, ჩვენი საუბარი ჩააწერინაო.


თუ კოლომოისკის თუნდაც ერთ „ბოევიკთან" ჩემი საუბრის ჩანაწერი აქვს და გამომიქვეყნა, მაშინ ისე გამიხდება საქმე, უკრაინაშიც აღარ დამედგომება და საერთოდ, არც ერთი ქვეყანა თავშესაფარსაც კი აღარ მომცემსო, დაუჩივლია სააკაშვილს. მიშა არც იმას გამორიცხავს, რომ, თუ კოლომოისკიმ ერთი მეთაური მაინც გადაიბირა, მასთან ჩემი შეხვედრისა და საუბრის აუდიო კი არა, ვიდეოჩანაწერიც კი ხელთ ჰქონდესო... როგორც ჩანს, წინ ისევ საინტერესო კვირა გველოდება.


წყარო: „კვირის ქრონიკა"



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016