„український wikileaks" სენატორ ჯონ მაკ-კეინის და ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის მიმოწერას აქვეყნებს. როგორც დადგინდა მიხეილ სააკაშვილი viber-ის რუსულენოვან ვერსიას იყენებს.
ჯონ მაკ-კეინი: გამარჯობა, ბევრჯერ დაგირეკავს, ვერ გიპასუხე. მაგრამ გეტყვი, რომ სერიოზული შეცდომები დაუშვი, არააკურატულად მუშაობ. მე გაგაფრთხილე, რომ ტელევიზიასთან მიმართებაში სისხლიანი სცენარი გამორიცხულია. რა რევოლუციას იწყებდი, ბიჭო?
მიხეილ სააკაშვილი: ბოდიშს ვიხდი, მაგრამ სხვა გამოსავალი არ რჩებოდა. „რუსთავი 2" რომ დავკარგოთ, საქართველოზე გავლენის ბერკეტი დაიკარგება.
ჯონ მაკ-კეინი: მე ზომები მივიღე, შენ ბიჭებს ხელს არ ახლებენ, გამოძიება დაიხურება. ეშტონმა ყველა გააფრთხილა. ელჩი აქტიურად მუშაობს. ივანიშვილი დაპატიმრების საკითხს არ დააყენებს, თუ არა და, მის ყველა ანგარიშს დავბლოკავთ. მაგრამ შენზე ყველა აღრენილია. 10 ნოემბრის შემდეგ სენატორთა ჯგუფთან ერთად ვაპირებთ საქართველოში ჩასვლას.
მიხეილ სააკაშვილი: დიდი მადლობა, ბატონ krt-ს დაველაპარაკები, სენატორების ჩამოსვლა იქნებ დააჩქაროთ, თორემ სასამართლომ შეიძლება გადაწყვეტილება მიიღოს.
ჯონ მაკ-კეინი: სასამართლო პროცესი უნდა გაწელოთ, შენი ბიჭები საქმეში ჩაერთვნენ და მათ ძალიან აქებენ, ინფორმაცია კი გაიპარა, მაგრამ ყველაფერი ძალაში რჩება. ავაკოვმა ყველაფერი გამოაგზავნა. ყველაფერს კამერაზე დააფიქსირებენ, როგორც კი სათანადო ფონი შეიქმნება, საკითხის გადაწყვეტა განახლდება და გემები წამოვა. potus (აშშ-ის პრეზიდენტი) ამოქმედდა, ჩვენი სპეცრაზმი უკვე ქურთისტანშია. მოამზადე მეორე ჯგუფი.
მიხეილ სააკაშვილი: ეს კარგი ამბავია, ბიჭებმა ფიცი დადეს და ყველაფერს გააკეთებენ. შემიძლია გავაგზავნო კარგად მომზადებული პროფესიონალი 20 კაცი. ერთ კვირაში „ილიჩოვსკი" შეძლებს, მიიღოს ყველა ტიპის გემი.
ჯონ მაკ-კეინი: Pyatt-ისგან დაგირეკავენ და ბიჭებს წაიყვანენ, მხარდაჭერა უზრუნველყავი. საქართველოს მერე შეიძლება კიევში ჩამოვიდე.
მიხეილ სააკაშვილი: ყველაფერს გავაკეთებთ. ასე რომ, გელოდებით.
ჯონ მაკ-კეინი: ოკ :(
მიხეილ სააკაშვილი: მადლობა. :(
წყარო: http://marshalpress.ge/?p=13837