reportiori.ge - ქეთი დოლიძის ბავშვობა და მოგონებები მონატრებულ მამაზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 28 თებერვალი, 2025. 02:22
პრეს-დაიჯესტი
ქეთი დოლიძის ბავშვობა და მოგონებები მონატრებულ მამაზე
ავტორი:
03 ნოემბერი, 2015. 11:12


„დედა ძალიან ადრე დავკარგე და მამა გვერდიდან არ მიცილებდა. ამიტომ მამაჩემი იყო ჩემთვის ყველაფერი..." - რეჟისორი ქეთი დოლიძე იხსენებს ბავშვობის წლებს და ურთიერთობას მამასთან, ცნობილ ქართველ რეჟისორ სიკო დოლიძესთან.


 

ბავშვობაში ვოცნებობდი... ყოველთვის ვოცნებობდი რეჟისურაზე, მსახიობობაზე, იმაზე, რასაც ახლა ვაკეთებ.

 

ადგილი, რომელიც ბავშვობიდან ყველაზე მეტად მიყვარდა... მახინჯაურში მიყვარდა ჩასვლა ბებია-ბაბუასთან. ბებია და ბაბუა იქ ცხოვრობდნენ და ყველანი - ბიძაშვილ-მამიდაშვილები, დეიდაშვილები იქ გავიზარდეთ. 

 

ჩემი ცელქობის გამო... ცელქი ბავშვი არ ვყოფილვარ.

 

მამასთან ურთიერთობაში... მამას ჩემი ხელი არ გაუშვია ხელიდან. 14 წლის რომ გავხდი, მაშინ გადავედი ცალკე ოთახში. დედა ძალიან ადრე დავკარგე და მამა გვერდიდან არ მიცილებდა. ამიტომ მამაჩემი იყო ჩემთვის ყველაფერი დედამიწის ზურგზე. უკეთილესი, უთბილესი, უწყნარესი. არ მახსოვს მისი ხმამაღალი სიტყვა. ის იყო გული და სული.  

 

ჩემი საყვარელი წიგნი იყო... ძალიან მიყვარდა ვაჟა-ფშაველა. მამამ მიმაჩვია. დაიწყო „შვლის ნუკრის ნაამბობით". ვაჟა ფშაველაზე მეტად არავინ მყვარებია.  

 

ჩემი საყვარელი გმირი იყო... დარტანიანი.

 

ბავშვობაში ჩემთვის ამოუცნობი იყო... კოსმოსი.

 

წარსულში რომ დავბრუნდე, ბავშვობიდან „მოვიპარავდი"... მამაჩემი მენატრება, ჩემი ძმა, ჩემი ოჯახი, მამიდები, ჩემი დეიდაშვილი მერაბი, ბებიებსა და ბაბუებს დავაბრუნებდი, ნათესავებს.

 

მეგობრებთან ერთად.... ბედნიერი ახალგაზრდობა გვქონდა. ძალიან კარგად ვსწავლობდი, წარმატებით ჩავაბარე უნივერსიტეტში და ფანტასტიკურ დროსაც ვატარებდით. მაშინ რესტორნები არ იყო, მეგობრები ოჯახებში ვიკრიბებოდით, დაბადების დღეები იწყებოდა საღამოს 9 საათზე და, როგორც წესი, დილამდე ვათენებდით ძალიან მხიარულად.

 

ბავშვობის სიყვარული... კლასში ხუთ ბიჭს ვუყვარდი, მე ერთი მომწონდა მეშვიდე კლასიდან, მაგრამ მერე გადამიყვარდა (იცინის).


ქეთი დოლიძე სიკო დოლიძის ფილმ „ეთერის სიმღერის" გადაღების დროს



ქეთი დოლიძე მამასთან და დედასთან ერთად



ქეთი დოლიძის მშობლები




 

 

 

 

 

წყარო: funtime.ge, ანა კოლოპნიოვა 

 

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016