reportiori.ge - კახა თარგამაძე: ვინც სააკაშვილს „აპრავებს“, მისი „პადელნიკები“ არიან...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 28 თებერვალი, 2025. 02:47
პრეს-დაიჯესტი
კახა თარგამაძე: ვინც სააკაშვილს „აპრავებს“, მისი „პადელნიკები“ არიან...
ავტორი:
03 ნოემბერი, 2015. 12:12



შს ყოფილი მინისტრი კახა თარგამაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ფარულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება.


მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს არანაირი საერთაშორისო მხარდაჭერა არა აქვს.



არავითარი საერთაშორისო მხარდაჭერა არა აქვს, ვინც სააკაშვილსაპრავებს", მისიპადელნიკები" არიან, რომლებსაც საქართველოდან მოპარულ ფულს უნაწილებდა. მაკ-კეინი, რომლის შვილობილიც იყო ეს გარეწარი, თავის ჯგუფთან ერთად დღესაც უწყობს ხელს სიბუნძურეების კეთებაში. ახლა ოდესას აქცევს! მისგან დავალებულები არიან. ხომ იცით, როგორი ბიჭია, ზურგი რომ აქციონ, მაშინვე დაამღერებს ყველაფერს - ვის, როდის და რამდენს აძლევდა ფულს. რა, ლობისტურ კომპანიებს რომ აფინანსებდა სერიოზული თანხებით, მათ უკან მე ვიდექი?! ამის დამადასტურებელი არაერთი დოკუმენტი არსებობს...

ხელისუფლების მთავარი დანაშაული, იცით, რა არის? სიმართლე რომ არ თქვა - ვინ დაიწყო ომი 2008 წელს! სააკაშვილის წინააღმდეგ ქიშმირის პალტოსა და ფულის გაფლანგვაზე რომ აღძრეს საქმე, იმ სისასტიკის გამო რატომ არ მისცეს პასუხისგებაში, რაც ფარულ ჩანაწერებშია ასახული?! რა, მისი პირადი დავალების საფუძველზე არ აწამებდნენ ადამიანებს?!" - აცხადებს კახა თარგამაძე.



კახა თარგამაძე ინტერვიუში ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ს სასამართლო დავაზეც ამახვილებს ყურადღებას.

ან რაზე მიდის კამათირუსთავი 2"-თან დაკავშირებით?! კაცს ტელევიზია წაართვა და ხალვაში ქონების დასაბრუნებლად იბრძვის. რა ქნას, სააკაშვილს აჩუქოს თავისი ქონება?!

ქვეყანას სჭირდება ისეთი შს მინისტრი, რომელიც ამ გარეწრებს ყურებში ჩაავლებს ხელს და საკანში წააბრძანებს! დავუშვათ, სააკაშვილს იმუნიტეტი ჰქონდა და ქვეყნიდან გაასწრო, მაგრამ რატომ ვაძლევთ ბოკერიებსა და სხვა ნაძირლებს სიბინძურეების კეთების უფლებას? მათი ადგილი ციხეშია! აი, ეს არის დღევანდელი ხელისუფლების სისუსტე! შევარდნაძის ხელისუფლებამ ამგვარი მორიდებით ამ კურდღლებს ქვეყანა გადაატრიალებინა. დროა, მოჰკიდეთ ყურებში ხელი და აალაპარაკეთ! დროზე შეუშვით საკნებში, კანონი გაძლევთ ამის უფლებას! დაუწყეს მოფერება, მიშიკო, შენი ჭირიმეო, და აი შედეგიც!" - აცხადებს კახა თარგამაძე.



წყარო - „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016