reportiori.ge - მიხეილ სააკაშვილი: არ გავჩერდები, დამნაშავეები ციხეში!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 08:59
მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი: არ გავჩერდები, დამნაშავეები ციხეში!
ავტორი:
03 ნოემბერი, 2015. 12:35



ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „1+1"-ის ეთერში ჩართვისას განაცხადა, რომ ქვეყანა უნდა გათავისუფლდეს ოლიგარქიული პარტიებისა და მმართველობისგან.


„მე არ ვარ პროკურატურის დამცველი, სერიოზული კითხვები მაქვს, როგორ მუშაობენ, რა პროფესიონალიზმია და ასე შემდეგ. მოკლედ, ბევრი კითხვაა, მაგრამ ეს ხალხი რომ ძარცვავდა უკრაინას, რად უნდა ამას პროკურატურა? თქვენ რა, არ იცით, საიდან აქვთ მათ მილიარდები? კიდევ ერთხელ ვამბობ, დავკავდეთ კორბანით, კოლომოისკით, ივანჩუკით, მარტინენკოთი...

 

ის, რომ საკუთარ თავს ისინი პოლიტიკოსებად მოიხსენიებენ, არ ნიშნავს, რომ მათ აქვთ უფლება, გამოაცარიელონ უკრაინის ბიუჯეტი. მარტო გასულ წელს უკრაინამ 105 მილიარდი გრივნა დაკარგა. დროა, უკვე გამოვემშვიდობოთ ოლიგარქებს. მე ბევრი კონკრეტული ფაქტი მოვიყვანე, როგორ იპარავენ ფულს ავიაციის და სხვა ათასი საშუალებების მეშვეობით. მე არ გავჩერდები, დამნაშავეები უნდა ისხდნენ ციხეში!


უკრაინაში ვიმეს ეჭვი ეპარება, რომ ამ ადამიანებმა გაქურდეს სახელმწიფო უწყებები წლების განმავლობაში? ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ჯიბეში ჩაისვეს ეს უწყებები?.. ისინი არიან ორგანიზებული დაჯგუფების წევრები და დროა, ქვეყანაში დამყარდეს წესრიგი. ეს წესრიგი ახლა კი არ უნდა მყარდებოდეს, ეს უნდა მომხდარიყო გუშინ და გუშინწინ... წესრიგი უნდა დავამყაროთ, მე ზუსტად ვიცი, საქართველოში როგორ დავამყარე...

                                                                                     

ნებისმიერი ხერხით უნდა მივაღწიოთ ქვეყანაში წესრიგს. უკრაინა მდიდარი ქვეყანაა, იგი არ უნდა დაეცეს მუხლებზე... მისი ფეხზე დაყენება შეიძლება, მაგრამ ბევრ უწყებაში ძარცვავენ სახელმწიფო უწყებებს", - განაცხადა სააკაშვილმა.



გაცხარებული სააკაშვილი ბოლოს გვარების ჩამოთვლასაც შეუდგა, თუმცა, წამყვანმა რამდენჯერმე შეაწყვეტინა გამოსვლა, რასაც სააკაშვილის რეპლიკა მოჰყვა. საბოლოოდ, არხზე ჩართვა მაინც მანამდე გათიშეს, სანამ ოდესის გუბერნატორი გამოსვლას დაასრულებდა.



 

 

 







 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016