reportiori.ge - სიყვარულის მისამართი, ანუ სახლი, სადაც სამუდამოდ „რჩებოდნენ“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 28 თებერვალი, 2025. 02:48
პრეს-დაიჯესტი
სიყვარულის მისამართი, ანუ სახლი, სადაც სამუდამოდ „რჩებოდნენ“
ავტორი:
03 ნოემბერი, 2015. 12:40



როდესაც პასტერნაკი მისი უკანასკნელი ვიზიტის შემდეგ საქართველოდან მიემგზავრებოდა, დაძრული მატარებლიდან თავის მეგობარს, ცნობილი ქართველი პოეტის, ტიციანი ტაბიძის მეუღლეს, ნინა მაყაშვილს გადმოსძახა: ნინა, როცა სახლში დაბრუნდები, მეძებე, რადგან მე იქ დავრჩი...


 თბილისში, ტიციან ტაბიძის სახლში, თუნდაც ერთხელ სტუმრობის მერე  შეუძლებელი იყო, აქ სამუდამოდ არ „ჩასახლებულიყავი"...  ტაბიძეების ამ სახლში შორეული რუსეთიდან კარზე უცნობი ადამიანის ზარი არც შუაღამეს უკვირდათ. სწორედ ამ სახლში იღებდა შემოქმედებით ნათლობას ყველა რუსი პოეტი, ვინც კი იმ დროს ლექსების წერას იწყებდა:  ევგენი ევტუშენკო, ბელა ახმადულინა... ეს იყო  სახლი, სადაც რუსეთიდან ჩამოსული გამორჩეული ადამიანები: ესენინი, მაიაკოვსკი, პასტერნაკი, ანდრეი ბელი თავს ახლობლად და შინაურად თვლიდნენ...

 

ნინო ანდრიაძე:


-  ბებიაჩემი ტიაციან ტაბიძის ცოლი, ნინა მაყაშვილი იყო... ბებიას მოგონებებიდან ვიცი, რომ მათი სახლის კარი სტუმრებისთვის ყოველთვის ღია იყო...  ნინოს ბიძამ, ალექსანდრე ჭავჭავაძემ, ტიციანთან ქორწინების შემდეგ მას გრიბოედოვზე აჩუქა ბინა, სადაც არაფერი იყო, მრგვალი მაგიდისა და რამდენიმე სკამის გარდა... ეს ის ცნობილი მრგვალი მაგიდაა, რომლის გარშემო ისხდნენ არა მარტო ქართველი მწერლები, არამედ რუსეთიდან ჩამოსული გამორჩეული ადამიანები: ესენინი, მაიაკოვსკი, პასტერნაკი, ანდრეი ბელი და მათ გარდა ყველა ის სტუმარი, რომელიც მოსკოვიდან ჩამოდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ სახლში არაფერი იყო, ის მაინც ყოველთვის სავსე იყო სტუმრებით. რაც შეეხება პასტერნაკს, ის პირველად 1931 წელს ჩამოვიდა. მაშინ იგი პაოლო იაშვილთან იყო და როდესაც ნინო და ტიციანი მასთან მივიდნენ, მიხვდნენ, რომ ეს ის ადამიანი იყო, რომელთანაც მთელი ცხოვრება იმეგობრებდნენ და მართლაც ასე მოხდა. სხვათა შორის, ეს მეგობრობა ტიციანის გარდაცვალების შემდეგაც გაგრძელდა...


ტიციან ტაბიძის დაპატიმრების შემდეგ პასტერნაკმა საქართველოში გამოაგზავნა ასეთი დეპეშა: „მე სული ამომაცალეს, ახლა მყავს ორი ოჯახი: ჩემი და თქვენი"... ამ დეპეშის გამოგზავნა იმ დროს სასიკვდილო განაჩენზე ხელმოწერის ტოლფასი იყო..


ნინო ანდრიაძე:

 

- როცა სერგეი ესეინი თბილისში პირველად ჩამოვიდა, თურმე ტიციანი მას ყველგან  ეძებდა. ამ დროს ნინო მაყაშვილი ქუჩაში გახლდათ და შემთხვევით რომელითაც დუქნიდან თურმე ჩხუბის ხმა მოესმა. ერთ-ერთი მოჩხუბარი  ესენინი იყო. ნინამ მოჰკიდა მას ხელი და სახლში წამოიყვანა. ისიც პატარა ბავშვივით წამოჰყვა და ამის მერე თბილისში ჩამოსვლისას, სულ გრიბოედოვის ქუჩაზე ცხოვრობდა. სწორედ იმ ქუჩაზე არსებულ სახლში მოიტანა მან ლექსი „პოეტამ გრუზიი" და შუაღამის 12 საათზე წაუკითხა ეს ლექსი ტიციანსა და მის მეგობრებს... სხვათა შორის, ეს ლექსი დაწერილი ჰქონდა სისხლით, ანუ მან ხელი გაიჭრა და ეს ლექსი ისე დაიწერა. ტიციანის სახლთან ძალიან ბევრი მოგონებაა დაკავშირებული. მაგალითად, როგორ შევიდა ნინო სახლში და დაინახა მტირალი ესენინი. მას თურმე დასიზმრებია, რომ მის დებს ფული სჭირდებოდათ და ვერ ეხმარებოდა. ნინომ ურჩია, წასულიყო და დაებეჭდა თავისი ლექსები. ესენინიც სწორედ ასე მოიქცა და მერე ლექსებიდან აღებული თანხა დებს გაუგზავნა. უკან უბედნიერესი დაბრუნდა და ნინოს მადლობის ნიშნად, ქრიზანთემების დიდი თაიგული მოუტანა...


ტიციან ტაბიძის გარდაცვალების შემდეგ ნინო მაყაშვილთან ისევ ჩამოდიოდნენ სტუმრები, შორეული ახლობელი ადამიანები აქ  ისევ მოულოდნელად და გაუფრთხილებლად მოდიოდნენ... და ტრადიციულად, ისევ „სამუდამოდ" რჩებოდნენ..


ნინო ანდრიაძე:


-ტიციანის გარდაცვალების მერე ჩვენთან ისევ ჩამოდიოდნენ სტუმრები, რომლებიც ერთი სტუმრობის მერე გვიმეგობრდებოდნენ. ასე გადმოვიდა ეს ყველაფერი თაობებზე და მერე უკვე დედაჩემი აგრძელებდა ამ ტრადიციას. ამ სახლში ხან ვინ რჩებოდა, ხან -  ვინ, ზოგჯერ სრულიად უცნობი ადამიანებიც...  ისინი მოდიოდნენ და თვეობით ცხოვრობდნენ...  შემდეგ მათ ოჯახის წევრები აკითხავდნენ და იყო ერთი ჟრიამული... მამაჩემი გაგიჟებული იყო, სულ ხუმრობდა: ამ ქალაქში დაილია ერთი სასტუმრო, ყველა აქ რომ ცხოვრობსო?! თუმცა ის მაინც გაგებით ეკიდებოდა ამ ამბავს. იმიტომ, რომ იცოდა, ეს დედაჩემისათვის რამდენს ნიშნავდა... ასე მოვიდა ერთხელ პეტერბურგელი ლიტერატორი, ნატალია სოკოლოვსკაია და მას შემდეგ 4 წელი ჩვენთან იცხოვრა. ნატალია რომ ჩამოვიდა, ის თარგმნიდა ოთარ ჭილაძის, რეზო მარგიანისა და ჯანსუღ ჩარკვიანის  ლექსებს.. მას ტიციანის ერთი ლექსი - სონეტი -აქვს ნათარგნი, რომელიც რუსულად ბევრად კარგია, ვიდრე ქართულად. ის არ არის საუკეთესო ქართული ლექსი ტიციანის პოეზიაში, მაგრამ რუსულად მართლაც საუკეთესო გამოვიდა.



Наталия соколовская:


Мне посчастливилось видеть и не раз замечательную женщину, вдову Тициана Табидзе, Нину Александровну Макашвили. двери дома открыты были для всех, кто приезжал или приходи с добром и любовью. Посмею сказать, что с этих самых пор дом есть у всех, кто любит Грузию. Есенин сразу влюбился в Грузию, в "голуборожцев", собирался переводить Важа Пшавелу, подружился не только с Ниной Александровной, которую в день получения долгожданного гонорара в "Заре Востока" осыпал белыми и желтыми хризантемами, не только с ее мамой, которую умолял сварить настоящий русский борщ с гречневой кашей, но и с маленькой Нитой, которая, впервые увидев золотоволосого Есенина, "всплеснув ручонками, воскликнула: "Окрос пули!" - "Золотая монета"". С тех пор в доме Тициана так и называли русского друга. И грузинские, и русские друзья Есенина не раз высказывали мнение, что если бы поэт задержался в Грузии, возможно, его жизнь не оборвалась бы столь трагично. В 1926 году после поездки по Америке в Тбилиси приехал Владимир Маяковский. В переполненном театре им. Руставели он читал стихи, отвечал на вопросы и записки. В атмосфере блестящей импровизации. Паоло Яшвили прямо из ложи читает свой перевод "Левого марша", Котэ Марджанишвили задумывал постановку "Мистерии-буфф" на фуникулере, под открытым небом....Когда в Грузию пришла весть о гибели Маяковского, Тициан, находившийся в Сухуми, прислал жене телеграмму: "Володи нет, не ручаюсь за себя". Так умели дружить эти удивительные люди, в грозные, беспощадные времена, уносившие в вечность одного за другим...



ცნობილია, რომ სულიერი კავშირი ადამიანებს შორის უფრო ძლიერია, ვიდრე პოლიტიკა. 2015 წლის 4 აპრილს  პასტერნაკების აგარაკზე - პერედელკინოში - ისევ ერთად შეიკრიბნენ რუს და ქართველ პოეტთა შთამომავლები. ეს წლების მერე, მაგრამ მაინც მოხდა,- ტიციანის გარდაცვალების 120-ე  წლისთავზე...  ასე გრძელდება ხსოვნაში დარჩენილი სიყვარული და ცოცხლობს სახლი, სადაც სამუდამოდ „რჩებოდნენ"...



ტიციანისა და პასტერნაკის შთამომავლების შეხვედრა

 

 

 

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016