reportiori.ge - დავით ასათიანი: ამ ნორმის შეჩერება მართლმსაჯულების კოლაფსი იქნება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 03:05
სამართალი
დავით ასათიანი: ამ ნორმის შეჩერება მართლმსაჯულების კოლაფსი იქნება
ავტორი:
03 ნოემბერი, 2015. 14:47



ადვოკატი დავით ასათიანი „ლიბერალთან" „ამორალური გარიგების" შესახებ საკანონმდებლო ნორმის მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი განმარტებით, ამ მუხლზე დაყრდნობით საერთო სასამართლოებში უამრავი სარჩელი არსებობს, შესაბამისად, მისი არაკონსტიტუციურად ცნობა, გაუქმება ან შეჩერება საერთო სასამართლოების სისტემაში ქაოსს გამოიწვევს.


„კანონსაწინააღმდეგო, ამორალური გარიგების"  საკანონმდებლო ნორმაზე დაყრდნობით უამრავი სარჩელია საქართველოს საერთო სასამართლოებში, ზოგი განხილვის სტადიაში, ზოგიერთზე კი გადაწყვეტილება გამოსულია უკვე და გასაჩივრებულია სხვადასხვა ინსტანციაში.  ამ მუხლის შეჩერება იქნება მნიშვნელოვანი კოლაფსი მთლიანად მართლმსაჯულების სისტემისთვის, იმიტომ, რომ უამრავი სარჩელია ამ მუხლზე დაფუძნებული სხვადასხვა გარემოებით, სხვადასხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შორის", - აცხადებს ასათიანი.


ადვოკატის ინფორმაციით, აღნიშნული მუხლი ევროპის თითქმის ყველა განვითარებული ქვეყნის კანონმდებლობაში არსებობს. დავით ასათიანის თქმით, ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პროგნოზირება შეუძლებელი ხდება. თუმცა მისთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება კანონსაწინააღმდეგო, ამორალური იყოს გარიგება და მისი ბათილად ცნობის საკანონმდებლო ნორმა არ არსებობდეს.


„აუცილებელია, რომ მსგავსი მუხლი არსებობდეს. ეს არსებობს ევროპული სამართლის მქონე და გერმანული სამართლის ოჯახის ყველა ქვეყანაში. ამორალური, კანონსაწინააღმდეგო გარიგება რომ ბათილია, ეს არის ძირითადი პრინციპი სამოქალაქო ბრუნვის. ამ ნორმის გაუქმება, არაკონსტიტუციურად ცნობა რეალურად გამოიწვევს აბსოლუტურად სამოქალაქო ბრუნვის აღრევასა და დისბალანსს", - ამბობს ადვოკატი.


„რუსთავი 2"-მა და შპს „ტელეკომპანია საქართველომ" საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამოქალაქო  კოდექსის 54-ე და 55-ე მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით მიმართეს. მოსარჩელე მხარე სასამართლოს ამ მუხლების  მოქმედების შეჩერებასაც სთხოვს.


სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის, „მართლსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგებანი" თანახმად, „ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს", ხოლო 55-ე მუხლი ეხება „გარიგების ბათილობას გავლენის ბოროტად გამოყენების გამო". ქიბარ ხალვაშის მიერ „რუსთავი 2"-ის წილის დასაბრუნებლად თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილი სარჩელი სწორედ ამ ორ მუხლს ეყრდნობა.



 

წყარო: Liberali.ge



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016