„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის" ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე მიხეილ სააკაშვილს, ნიკა გვარამიასა და გიგა ბოკერიას შორის საუბრის არსებულ აუდიოჩანაწერზე საუბრობს და აცხადებს, რომ აღნიშნული საუბრისას ირკვევა, რომ „ეს დაჯგუფება ყველაფერზე წამსვლელია". ამის შესახებ მამრაძე „კვირის ქრონიკას" ესაუბრა.
„ამ ჩანაწერით ჩანს, რომ ეს დაჯგუფება ყველაფერზე წამსვლელია. გავიხსენოთ, ვინ იყო ნიკა გვარამია, 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებზე რა ფილმის შემქმნელია, რუს ჩეკისტებსაც კი შეშურდებოდათ ასეთი ტყუილების. თუმცა, ამ ჩანაწერიდან იგრძნობა, რომ გვარამია დროს წელავს.
მთავარი მინდა გითხრათ, რომ „რუსთავი 2"-ის რეალური მფლობელი არის მიხეილ სააკაშვილი. ძმები ყარამანიშვილებიდან ერთ-ერთი არის მისი უახლოესი მეგობარი, თუ არ ვცდები, კლასელიც. ორივე მათგანი კარგა ხანია კიევში ცხოვრობს.
ის, რომ გვარამიამ მაშინვე აღიარა საუბრის ავთენტურობა, სულაც არ გამოვრიცხავ, ჩანაწერის გავრცელება გვარამიასგან მოდიოდეს ან გიგა ბოკერიასგან, რადგან მათ აწყობთ ეს ამბავი. მათ ვერავინ დაიჭერს. კარგად მოისმინეთ მათი დიალოგი - სააკაშვილი-გვარამიასი და სააკაშვილი-ბოკერიასი. არც ბოკერია და არც გვარამია ისეთს არაფერს ამბობენ, რომელიც დასტური იქნება სააკაშვილის მოწოდებისა, - „დიახ, ჩვენ წავალთ პროცესებზე სისხლისღვრის გზით" და ა.შ. ისინი ყოველ სიტყვას არჩევენ, ამ მხრივ, შეგახსენებთ გვარამიას გამონათქვამებს: „ბოევიკები" სად მოვძებნო, მიშა?.." გვარამიაც და ბოკერიაც ისე ლაპარაკობენ, თითქოს იციან, რომ საუბარი იწერება", - განაცხადა პეტრე მამრაძემ.
წყარო: „კვირის ქრონიკა"