reportiori.ge - ზაზა ბიბილაშვილი: გამოვიყენებთ ყველანაირ გზას, ეს ვერ იქნება ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 02:43
სამართალი
ზაზა ბიბილაშვილი: გამოვიყენებთ ყველანაირ გზას, ეს ვერ იქნება ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება
ავტორი:
03 ნოემბერი, 2015. 17:43



„რუსთავი 2"-ის იურისტი ზაზა ბიბილაშვილი მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ტელეკომპანიის იურისტები გამოიყენებენ ყველა ინსტანციას, რათა გადაწყვეტილება არ იყოს საბოლოო. ამის შესახებ ბიბილაშვილმა „რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ განაჩენის გამოტანიდან რამდენიმე წუთში განაცხადა. 


„დაკმაყოფილდა ორი მოთხოვნა. ერთი მოთხოვნაა, რომ ქიბარ ხალვაშის მიერ თავის დროზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები გამოცხადდა ბათილად. ამ ნაწილში საქმეს ედო საფუძვლად ის ყალბი დასკვნა, რომელზეც ყველამ იცის უკვე. შესაბამისად, საუბარი იყო იმაზე, რომ დასკვნას საფუძვლად ედო ქიბარ ხალვაშისვე აღიარებით, მისი კომპიუტერიდან ამობეჭდილი ორი გვერდი, რომელიც მან თვენახევრის წინ ამობეჭდა. გაუგებარი ციფრები იყო, გაუგებარი ხელმოწერები იყო, გაუგებარი შინაარსის იყო. არ დადგენილა უფლებამოსილება, არ დადასტურებულა ამ პირის ვინაობა და კომპანიასთან რაიმე შემხებლობა. მაგრამ მოსამართლე ამას მაინც დაეყრდნო. ასევე საქმეში არ ყოფილა არცერთი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ დღევანდელი მესაკუთრეები არ არიან კეთილსინდისიერი შემძენები. ეს ბუნებრივია, ვერ იქნება ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება. ჩვენ გამოვიყენებთ ყველანაირ გზას, რომ სამართალმა იზეიმოს.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა ის მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებზე დაუყოვნებლივ აღსრულებას. შესაბამისად, ქიბარ ხალვაშს მოუწევს, რომ დაელოდოს საქმის სრულად დასრულებას. საუბარია სააპელაციო ეტაპზე და საკასაციო ეტაპზე და მხოლოდ შემდეგ იქნება შესაძლებელი ნებისმიერი ტიპის გადაწყვეტილების აღსრულება", - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.


შეგახსენებთ, მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ქიბარ ხილვაშის სარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნა, ტელეკომპანიის წილების დაბრუნების თაობაზე დააკმაყოფილა.


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016