პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღო გადწყვეტილება.
„სასამართლო არის დამოუკიდებელი. როგორც ჩანს, სასამართლომ იმსჯელა იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც საქმეში არსებობდა და ამ მტკიცებულებების საფუძველზე მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე მხარე არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას, შეუძლია, გაასაჩივროს აპელაციის წესით. სააპელაციო სასამართლო იმსჯელებს, რამდენად სწორი იყო პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება", - განაცხადა გიორგი კახიანმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით, ქიბარ ხილვაშის სარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნა, ტელეკომპანიის წილების დაბრუნების თაობაზე დაკმაყოფილდა.