საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე „რუსთავი 2"-ის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ „ყველაფერი წესრიგშია", რადგან არხის სარედაქციო პოლიტიკას საფრთხე არ ემუქრება.
„არანაირი მოლოდინი არ მქონდა ბოლოს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, რომ დღეს საბოლოო განაჩენის გამოტანა შეიძლებოდა. ვფიქრობ, რომ გამომდინარე მეორე მხარის ინტერესებიდან, ალბათ შემდეგ ინსტანციებში გადაინაცვლებს ეს საკითხი. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, აღსრულება საბოლოო ვერდიქტამდე ვერ განხორციელდება. სარედაქციო პოლიტიკას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ასე რომ, მგონი, ყველაფერი წესრიგშია", - განაცხადა კვაჭანტირაძემ.
შეგახსენებთ, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით, ქიბარ ხილვაშის სარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნა, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის წილების დაბრუნების თაობაზე დაკმაყოფილდა.