reportiori.ge - ძმები ყარამანაშვილები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 03:11
სამართალი
ძმები ყარამანაშვილები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ
ავტორი:
03 ნოემბერი, 2015. 22:28



მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის შესახებ  ძმები ყრამანაშვილები საგანგებო განცხადებით ეხმაურებიან.

„რეპორტიორი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:


„პირველ რიგში, მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ამ დღეების განმავლობაში იცავდა და გულშემატკივრობდა "რუსთავი 2"- და სიტყვის თავისუფლებას. ყველა რიგით საქართველოს მოქალაქეს, ყველა პოლიტიკურ ძალას და ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას. თქვენ თქვენი თანმიმდევრული, პრინციპული და სამართლიანი ბრძოლით, ამ ეტაპზე მოახერხეთ, შანსი მიგეცათ დემოკრატიისთვის, თუმცა გადამწყვეტი ბრძოლა ქვეყნის მომავლისთვის ჯერ კიდევ წინ არის. მთავარი მადლობა გვინდა ვუთხრათ "რუსთავი 2"-ის თითოეულ თანამშრომელს, რომელთაც მთელი ამ პერიოდის განმვალობაში წარმოუდგენელი წნეხის ქვეშ უწევთ მუშაობა და მაინც უმაღლესი პროფესიონალიზმით და პასუხისმგებლობით ეკიდებიან თავის საქმეს.

დღეს მთელი საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის თვალწინ განხორციელდა პოლიტიკური მარლთმსაჯულების ძალადობრივი აქტი. სახელმწიფომ იძალადა არა კონკრეტულ კომპანიაზე, რუსთავი 2ზე, არამედ თავისუფალ სიტყვაზე და ქვეყნის ევროატლანრტიკურ მისწრაფებებზე. ჩვენ, რუსთავი 2 ის მფლობელები, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეჭვი არ გვეპარება ჩვენს საბოლოო გამარჯვებაში, იმაში, რომ მიუხედავად ყველა წინააღმდეგობისა, მაინც შევძლებთ ჩვენი საკუთრების დაცვას. რა მანიპულაციებსაც არ უნდა მიმართოს ხელისუფლებამ ზონდერმოსამართლეების მეშვეობით, ჩვენ მაინც შევინარჩუნებთ რუსთავი2-, რადგან სიმართლე ჩვენს მხარესაა, სახელმწიფოში ჯერ კიდევ არსებობენ დემოკრატიის დამცველი ინსტიტუციები, როგორიც საკონსტიტუციო სასამართლოა და, რაც მთავარია, ამგვარია ქართველი ხალხის ნება, რომელსაც სურს დემოკრატია, ქვეყნის ევროატლატიკური ინტეგრაცია, სურს ქვეყნის წარმატებული მომავალი, რის წართმევასაც დღეს ცდილობს მოძალადე ხელისუფლება.

რუსთავი 2ის გარეშე, კრიტიკული სიტყვის გარეშე, ქვეყანას ერთმევა წარმატებული განვითარების და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შანსი, რასაც მივყევართ სახელმწიფოსკენ, სადაც ერთი პირის ხელშია თავმოყრილი მთელი ხელისუფლება, მათ შორის სასამართლოც და მეოთხე ხელისუფლებაც - მედია, და უქმდება დემოკრატიის ფუნდამენტი - თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რის ნაცვლადაც ვიღებთ ხელისუფლების მითვისებას და ტოტალიტარულ რეჟიმს.

ჩვენ გვინდა ყველას, პირველ რიგში, ჩვენი მაღალპროფესიონალური კოლექტივის გასაგონად განვაცხადოთ: რუსული სცენარით მიმდინარე ეს ოლიგარქიული თავდასხმა ვერ იქნება წარმატებული. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე და ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ.

"რუსთავი 2" არის და იქნება მთავრობისგან დამოუკიდებელი, ყველაზე მაღალპროფესიული მედია საქართველოში", - ნათქვამია განცხადებაში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016