reportiori.ge - გენო აროშიძე: რომ გაიძახიან, დადგმულია ციხის კადრებიო, თვითონ გამოვიარე ეს ჯოჯოხეთი და რაც გადავიტანე, მომეჩვენა?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 28 თებერვალი, 2025. 02:48
პრეს-დაიჯესტი
გენო აროშიძე: რომ გაიძახიან, დადგმულია ციხის კადრებიო, თვითონ გამოვიარე ეს ჯოჯოხეთი და რაც გადავიტანე, მომეჩვენა?
ავტორი:
04 ნოემბერი, 2015. 10:37


ბიზნესმენი, ყოფილი პატიმარი გენო აროშიძე „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ჰყვება, თუ როგორ აწამებდნენ ციხეში და რა ვითარებაში უწევდა ყოფნა:

 

„გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი ვიყავი. 2010 წელს, ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მომიწყვეს სპეცოპერაცია და მოვხვდი გლდანის მე-8 დაწესებულებაში, რომლის უფროსიც სისასტიკით განთქმული ოლეგ ფაცაცია იყო.

 

ჩამიყვანეს კარანტინში, სადაც 10-12 კაცი გონების დაკარგვამდე წიხლებით და ხელკეტებით მცემდა და მაფურთხებდა. ნეკნები ჩამემტვრა, თირკმელში ახლაც მაქვს ჩაკირული ჰემატომები, მარცხენა ყურში სმენა დავკარგე.

 

ახლა გაიძახიან, დადგმულია ციხის კადრებიო. რაც გადავიტანე, მომეჩვენა? თვითონ გამოვიარე ეს ჯოჯოხეთი და გავნადგურდი ფიზიკურად, მორალურად თუ მატერიალურად.

 

ზოგი შემსრულებელი კი მისცეს პასუხისგებაში, მაგრამ სად არიან კალმახელიძე და შაშკინი?! თუ არ იცოდნენ, რა ხდებოდა მათ სისტემაში?!

 

ის ყოფილი მაღალჩინოსნები, ვინც საქართველოდან გაიქცა, ხელცარიელები არ წასულან და ე.წ. კასრების კადრებიც ბევრმა გააყოლა ხელს", - განაცხადა გენო აროშიძემ.

 

 

წყარო:   „კვირის პალიტრა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016