reportiori.ge - დავით მაღრაძე: არავინ აპირებს „რუსთავი 2“-ის გამორთვას, ის აგრძელებს მაუწყებლობას და უნდა გააგრძელოს ნებისმიერ შემთხვევაში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 28 თებერვალი, 2025. 02:33
პრეს-დაიჯესტი
დავით მაღრაძე: არავინ აპირებს „რუსთავი 2“-ის გამორთვას, ის აგრძელებს მაუწყებლობას და უნდა გააგრძელოს ნებისმიერ შემთხვევაში
ავტორი:
04 ნოემბერი, 2015. 12:30


პოეტი დავით მაღრაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე პროცესებზე საუბრობს და აცხადებს, რომ სიტყვის თავისუფლებას საფრთხე არ ემუქრება და ტელეკომპანიის გათიშვას არავინ აპირებს. ამის შესახებ მაღრაძე „კვირის პალიტრას" ესაუბრა და აქვე დასძინა, რომ „რუსთავი 2"-ის გარშემო პროცესები ხელოვნურად იძაბება.


„სამწუხაროდ, „რუსთავი 2" კარგა ხანია, „რუსთავი 5"-ად არის ქცეული და რეალურ საქართველოს ეს ტელევიზია არ იცნობს. ცხადია, რომ ყოველი აქციით, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობა" გაიძახის, მოდით და თავისუფალი სიტყვა გადაარჩინეთო, ეს პარტია სამოქალაქო პანაშვიდებს იხდის. ამ ტელევიზიას, რა თქმა უნდა, არაფერი აქვს საერთო არც დამოუკიდებლობასთან და არც სიტყვის თავისუფლებასთან, ის არის „ნაციონალური მოძრაობის" აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილება, რომლის გამგეც არის ყოფილი პროკურორი. ეს არის რეალობა. ადამიანის უფლებებსა და მედიის თავისუფლებაზე „ნაციონალური მოძრაობის" ლაპარაკი იმის ტოლფასია, „ისლამური სახელმწიფო" ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაციას რომ შეუერთდეს. მე დიდ პატივს ვცემდი ყოფილ, ნამდვილ „რუსთავი 2"-ს, რომელიც ერთ დროს მართლაც გამოხატავდა თავისუფალ, განსხვავებულ აზრს; მონაწილე ვარ იმ პროცესებისაც, როდესაც შევარდნაძემ ტელევიზიაში შემოსავლების სამსახური გაგზავნა, რასაც დიდი პროტესტი მოჰყვა. მე მაშინ „რუსთავი 2"-ს ვიცავდი, დღეს კი ის იქცა „რუსთავი 5"-ად, გამოიცვალა ხუთი თუ მეტი მფლობელი და „ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი გახდა. ამდენი ხელიდან ხელში გადასვლის შემდეგ სულ არ მიკვირს, რომ მფლობელთა შორის დავა დაიწყო.

 

ვხედავ, სურთ, ისე წარმოაჩინონ, რომ სიტყვის თავისუფლება უნდა ზღუდავდეს საკუთრების უფლებას, რაც ასე ნამდვილად არ არის.  არავინ აპირებს „რუსთავი 2"-ის გამორთვას, ის აგრძელებს მაუწყებლობას და უნდა გააგრძელოს ნებისმიერ შემთხვევაში. მფლობელებს შორის დავაა „მაესტროზეც" და რატომ არ ხდება ამ ამბის ხელოვნური აჟიტირება?! ცხადია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავს ლობისტები დასავლეთში. არ ვიცი, ვისგან რა გარიგებით არის ეს ხალხი დავალებული, მაგრამ ისინიც ცალმხრივად აფასებენ პროცესს და ცდილობენ, ხელოვნურად წარმოაჩინონ საკუთრებისთვის დავა, როგორც ხელისუფლების შეტევა თავისუფალ სიტყვაზე", - განაცხადა დავით მაღრაძემ.

 

 

 

წყარო:   „კვირის პალიტრა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016