reportiori.ge - ანგელა მერკელი: თუ ევროკავშირი მიგრანტებისათვის საზღვრებს ჩაკეტავს ბალკანეთში, შესაძლოა, ომი დაიწყოს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 08:20
მსოფლიო
ანგელა მერკელი: თუ ევროკავშირი მიგრანტებისათვის საზღვრებს ჩაკეტავს ბალკანეთში, შესაძლოა, ომი დაიწყოს
ავტორი:
04 ნოემბერი, 2015. 16:28


გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის ქვეყნები მიგრანტებისათვის შიდა საზღვრებს ჩაკეტავენ, ბალკანეთში შესაძლოა, ომი დაიწყოს.



მე არ მინდა, რომ საქმე სამხედრო დაპირისპირებამდე მივიდეს. ეს ევროკავშირს კარგს არაფერს მოუტანს", - აცხადებს მერკელი.



მერკელის მოსაზრებით, გერმანიამ, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა ქვეყანამ, შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი უნდა მონახოს. მისი თქმით, უნგრეთის საზღვარზე წინაღობების დაყენებამ მიგრანტები იძულებული გახადა, დასავლეთ ევროპაში მოსახვედრად სხვა გზები მოენახათ, რამაც, მერკელის შეფასებით, სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა.


 

ჩვენ ისეთი გამოსავალი უნდა მოვძებნოთ, რაც ევროპულ სოლიდარობასთან სრულ თანხვედრაში იქნება", - აცხადებს ანგელა მერკელი.



გაეროს მონაცემებით, მარტო ოქტომბერში თავშესაფრის საძიებლად ევროპაში 220 ათასი მიგრანტი ჩავიდა. წლის დასაწყისიდან ევროკავშირის საზღვარი საერთო ჯამში 500 ათასმა მიგრანტმა გადაკვეთა, - იუწყება დევნილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარიატი.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016