ოდესაში ოლქის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ოდესის პროფკავშირების სახლში 2014 წლის მაისში მომხდარი ტრაგედიის გამოძიებით უკმაყოფილოები არიან. მათ ქალაქში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გააკრიტიკეს.
აქციის მონაწილეებმა გამოფინეს პლაკატები წარწერით: „სააკაშვილო, წაეთრიე!", „პოროშენკო გადადგეს!", „პოროშენკო გამოძიებას აჭიანურებს" და სხვ. „ჩვენ - ყველანი ვხედავთ, რომ პოროშენკო და ხელისუფლება გამოძიებას განგებ აჭიანურებს. მთელ ოდესას სურს გაიგოს სიმართლე იმის შესახებ, რაც პროფკავშირების სახლში მოხდა. ჩვენ არ ვაპირებთ, ამ უმსგავსობისგან შორს ვიყოთ და სიმართლის დადგენას მოვითხოვთ", - განაცხადა ორგანიზაცია „კულიკოვოს ველის" ხელმძღვანელმა იბრაგიმ მორისმა.
ამასთან, აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს ჟურნალისტების: არტიომ ბუზილას და ელენა გლიშინსკაიას გათავისუფლება.