reportiori.ge - აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის ვარაუდით, რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ბორტზე ბომბის აფეთქება გახდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 09:01
მსოფლიო
აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის ვარაუდით, რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ბორტზე ბომბის აფეთქება გახდა
ავტორი:
05 ნოემბერი, 2015. 11:00



აშშ-ის სადაზვერვო სამსახური ვარაუდობს, რომ ეგვიპტეში, რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ბორტზე ბომბის აფეთქება გახდა, თუმცა აღიარებს, რომ საბოლოო დასკვნების გაკეთება ჯერჯერობით ნაადრევია.



სააგენტო „ასოშიეითედ პრესის" ცნობით, აშშ-ის დაზვერვის ვერსია ეფუძნება გარკვეულ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, ასაფეთქებელი მოწყობილობა ლაინერის ბორტზე „ისლამური სახელმწიფოს" ეგვიპტური ფრთის მებრძოლებმა დაამონტაჟეს.



სააგენტო „როიტერის" ცნობით, რუსული ლაინერის ბორტზე ბომბის აფეთქების ვერსიას განიხილავენ ევროპულ სპეცსამსახურებშიც.



რუსული ავიაციის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ავიაკატასტროფა 31 ოქტომბერს მოხდა. სამგზავრო ლაინერი, რომელიც შარმ-ელ-შეიხიდან სანკტ-პეტერბურგში მიემგზავრებოდა, სინაის ნახევარკუნძულზე ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 224 ადამიანი დაიღუპა.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016