reportiori.ge - ვინ არის რონალდუს შვილის დედა (ფოტორეპორტაჟი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 08:16
მსოფლიო
ვინ არის რონალდუს შვილის დედა (ფოტორეპორტაჟი)
ავტორი:
05 ნოემბერი, 2015. 11:01


ცნობილი ფეხბურთელის კრიშტიანუ რონალდუს შვილის დედის ვინაობა მსოფლიო პრესისთვის დღემდე ინტერესის საგანსა და ამოუხსნელ ამოცანას წარმოადგენს. ტაბლოიდების ერთი ნაწილი აცხადებს, რომ მათთვის ცნობილია რონალდუს შვილის დედის ვინაობა, მეორენი კი ამბობენ, რომ ეს ყველაფერი გათამაშებულია და ჰაკერების ხრიკს წარმოადგენს.

 

ინფორმაცია რონალდუს მოულოდნელად მამად გახდომის შესახებ, კვლავაც რჩება მსოფლიოს ცნობილი გამოცემების პირველ გვერდებზე მთავარ თემად. ბრიტანული გამოცემა „THE SUN“ ამტკიცებს, რომ მისთვის ცნობილია 2 გოგონას შესახებ, რომელთაგან ერთ-ერთიც დიდი ალბათობით, შესაძლოა ფეხბურთელის ბავშვის დედა იყოს. ტაბლოიდის ინფორმაციით, ერთი მათგანი არის გოგონა, რომელიც ძალიან ჰგავს პერის ჰილტონს, მეორე კი, ამერიკელი სუროგატი დედაა. ორივე მათგანმა ფეხმძიმობის შესახებ კრიშტიანუსთან შეხვედრიდან რამდენიმე კვირის შემდეგ განაცხადა. დასავლელი ჟურნალისტების განმარტებით, ორივე შემთხვევაში მოკლე რომანები მადრიდში განვითარდა. მას შემდეგ, პატარა ბიჭის დედა საზოგადოების წინაშე არასდროს გამოჩენილა.

 

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელის შვილის დაბადების თარიღიც - 17 მაისი, სწორედ ბრიტანულმა „სანიმ" გაახმაურა. ცნობილია ასევე, რომ ბიჭუნა 4 კილოგრამი და 200 გრამი დაიბადა.

 

პორტუგალიური პრესა კი განიხილავს ვარიანტს, რომლის თანახმადაც, ბავშვის დედა სუროგატია, რომელიც სპორტსმენმა სან-დიეგოში გაიცნო. ამას გარდა, ცნობილია, რომ წარსულში ფეხბურთელის პირადი ბლოგი ჰაკერებმა გატეხეს, მას შემდეგ დეტალები ამ ინფორმაციის შესახებ საერთოდ გაქრა.

 

ერთადერთი, ვინც სიმართლე იცის, ეს თავად რონალდუა. თუმცა, ფეხბურთელი ამ დრომდე მისი პირადი ცხოვრების შესახებ დეტალების გახმაურებისგან თავს იკავებს.

 

რაც შეეხება პატარას - კრიშტიანუს ბიჭი ძალიან ჰგავს მამას. როცა რონალდუ ფეხბურთის თამაშითაა დაკავებული, მაშინ ბავშვს კრიშტიანუს დედა დოლორესი უვლის, მაგრამ რონალდუ ამბობს, რომ პრაქტიკულად ბავშვი მის ხელშია და პატარაობისას ხშირად საფენებსაც უცვლიდა.

 

„რა თქმა უნდა, ასეთი სახის რაღაც ყველაზე მოქმედებს. ეს პასუხისმგებლობის სხვანაირი ტიპია. შესაძლოა, თავს უფრო კომფორტულად და კმაყოფილად ვგრძნობ. მე კმაყოფილი ვარ, როცა საქმეები კარგად მიდის: ჩემი ოჯახი, კლუბი, ჩემი მეგობრები, რომლებიც მნიშვნელოვნად მიდგებიან მხარში დანარჩენი ყველაფრისთვის", - აცხადებს ფეხბურთელი.

 

ამჟამად  ბავშვი პორტუგალიის უმშვენიერეს კუნძულზე - მადეირაზე კრიშტიანუს მშობლებთან ერთად იზრდება. ბოლო დროს შესამჩნევია, რომ ფეხბურთელი მის მოსახელე შვილთან ერთად, ხშირად ჩნდება საზოგადოებისა და კამერების წინაშე.  12 იანვარს, ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიის დაწყების წინ, საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა, რომლის მონაწილენიც ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ და მისი შვილი იყვნენ. რონალდუ დარბაზში  შვილთან და დედასთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც ამავე დარბაზში ლეო მესი შევიდა. როდესაც არგენტინელი პორტუგალიელს მიუახლოვდა, ამ უკანასკნელმა საკუთარ შვილზე მიუთითა და მესის უთხრა: „ის შენი თამაშის ყველა ვიდეოს უყურებს და მხოლოდ შენზე ლაპარაკობს“. ამის შემდეგ, რონალდუს შვილი მესისთან მივიდა, არგენტინელი კი მას მიესალმა და ხუმრობით უთხრა: „და შენ არ გრცხვენია?“

 

ცნობილია, რომ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ამჟამად ფილმს იღებენ. ინტერნეტში კი გავრცელდა ვიდეო, რომელიც ამ ფილმის ნაწილი უნდა გამხდარიყო, თუმცა ეს ეპიზოდი ამოჭრეს.  კადრში რონალდუ თავის ვაჟს ეუბნება, რომ სრულად თქვას სახელი და გვარი, რასაც პატარა კრიშტიანუ ვერ აკეთებს. დიდი კრიშტიანუ გაოგნებული ამბობს: „ო, ღმერთო ჩემო!"   შვილი კი ამ დროს პასუხობს: „შენ ხარ ჩემი ღმერთი!“

 

 

1  

 

2  

 

3  

 

4  

 

5  

 

6  

 

7  

 

8  

 

9  

 

10  

 

11  

 

12  

 

13  

 

14  

 

15  

 

16  

 

17  

 

18  

 

19  

 

20  

 

291764  

 

987951  

 

1089416  

 

1409768488_cristiano_ronaldo  

 

1421222195_2  

 

g_0294edc2999dc705ebc193c3aa9ee753_standart  

 

ronaldo22012015-1  

 

ronaldo22012015-4  

 

ronaldo22012015-6  

 

ronaldo22012015-7  

 

ronaldo22012015-8  

 

ronaldo22012015-9  

 

ronaldo22012015-10  

 

ronaldo22012015-11  

 

ronaldo22012015-13  

 

ronaldo22012015-14  

 

ronaldo22012015-15  

 

ronaldo22012015-17  

 

ronaldo22012015-18  

 

ronaldo22012015-19  

 

ronaldo22012015-20  

 

ronaldo22012015-21  

 

ronaldo22012015-22  

 

ronaldy23122014-1

 

 

 

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016