reportiori.ge - სანდრო ბრეგაძე: სააკაშვილი მაოხრებელი მკვდარივით იქცევა და ცდილობს, უფსკრულში საქართველოც გადაიყოლოს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 28 თებერვალი, 2025. 02:33
პრეს-დაიჯესტი
სანდრო ბრეგაძე: სააკაშვილი მაოხრებელი მკვდარივით იქცევა და ცდილობს, უფსკრულში საქართველოც გადაიყოლოს!
ავტორი:
05 ნოემბერი, 2015. 11:48

 

 

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებში კარგად გამოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილი განწირული და სასოწარკვეთილია. ბრეგაძის შეფასებით, ექს-პრეზიდენტმა აშშ-ის საელჩოს, ევროკავშირის წარმომადგენლობას და საქართველოში აკრედიტებულ მთელ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეურაცხყოფა მიაყენა, როდესავ გიგა ბოკერისთან საუბრისას მათ „იდიოტი უცხოელები" უწოდა.


„სააკაშვილი კარგად ხედავს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" უცხოეული პარტნიორებისგან არანაირი მხარდაჭერა აღარ გააჩნია, რის გამოც მათ ლანძღვაზე გადავიდა. ის გრძნობს, რომ დამარცხებულია, მაგრამ მაოხრებელი მკვდარივით იქცევა და ცდილობს, უფსკრულში საქართველოც გადაიყოლოს. დიახ, სააკაშვილი მზად არის, საქართველო 1992 წელში დააბრუნოს, თანაც გუნდში გამოცდილი პუტჩისტები ჰყავს: გიგა ბოკერიას, გოკა გაბაშვილის, გია ბარამიძის სახით. ამ ადამიანებისთვის ხელში იარაღის აღება და ხელისუფლების დამხობა უცხო ხილი ნამდვილად არ არის", - განაცხადა ბრეგაძემ საგაზეთო ინტერვიუში.

 

ბრეგაძის თქმით, ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს სააკაშვილის და მისი მეგობარი პუტჩისტების რევანშს. „ჩვენს სახელმწიფოს ნამდვილად აქვს იმის ძალა, რომ ნაციონალებისა და მათი თანამზრახველების ავანტიურისტული და პროვოკაციული ზრახვები ჩანასახშივე აღკვეთოს", - განაცხადა ბრეგაძემ.

 

 

წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი"

 

(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016