აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ევროპაში არსებული დისკრიმინაციისა და ისლამოფობიის ფონზე, აზერბაიჯანი ევროპულ საზოგადოებაში ინტეგრაციას არ აპირებს.
„კეთდებოდა განცხადებები, რომ ჩვენ ევროპაში ინტეგრაცია გვჭირდება. მინდა გითხრათ - არა, ინტეგრაციის არანაირი საჭიროება არ არსებობს, განსაკუთრებით - დისკრიმინაციისა და ისლამოფობიის პერიოდში", - განაცხადა ალიევმა.
„BBC"-ის ცნობით, ილჰამ ალიევმა ასევე ევროპა გააფრთხილა, რომ ის აზერბაიჯანის საქმეებში არ უნდა ერეოდეს.
„ჩვენ არასდროს არავინ არ გვეხმარებოდა. ყველაფერს საკუთარი ძალისხმევით მივაღწიეთ. დახმარებას არავისგან არ ველოდებით და არც გვჭირდება. ჩვენს საქმეებში ნუ ერევით", - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
მისი თქმით, აზერბაიჯანი ძლიერი, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული სახელმწიფოა.