reportiori.ge - მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ თანახმაა, უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავოს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 08:31
მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ თანახმაა, უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავოს
ავტორი:
05 ნოემბერი, 2015. 14:17



ოდესის ოლქის ამჟამინდელი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მზად არის, გახდეს უკრაინის პრემიერ-მინისტრი, რათა უკრაინის რეფორმებში წვლილი შეიტანოს, - ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო" წერს.


„მინდა, მონაწილეობა მივიღო დიდ ცვლილებებსა და რეფორმებში", - განუცხადა სააკაშვილმა „პოლიტიკო"-ს ექსკლუზიურ ინტერვიუში. 


მისი მოსაზრებით, ძლიერი და სტაბილური უკრაინა შეძლებს რუსეთის ექსპანსიის შეჩერებას.


„თუ უკრაინა რუსეთს არ შეაჩერებს, ჩემი მოსაზრებით, რუსეთი ადვილად წაშლის რუკიდან საქართველოსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს. ძლიერი უკრაინა რუსეთისთვის უდიდესი გამოცდაა", - განაცხადა სააკაშვილმა.


 

ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა საქართველოში პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელების მიზნით დაბრუნებას, სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მისი საპენსიო გეგმაა.

 

გამოცემა წერს, რომ ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, სააკაშვილი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია უკრაინაში.



http://www.politico.eu/article/ukraines-mikhail-saakashvili-most-popular-politician/





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016