reportiori.ge - გიორგი ლაფერაშვილი რევაზ საყევარიშვილს და დავით დვალს მიმართავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 09:30
მედია
გიორგი ლაფერაშვილი რევაზ საყევარიშვილს და დავით დვალს მიმართავს
ავტორი:
06 ნოემბერი, 2015. 03:17



„კურიერის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი ტელეკომპანიების წარმომადგენლებს შეკითხვით მიმართავს:


„არ შემიძლია წუხილით არ აღვნიშნო ის ფაქტი, რომ, ახლა პირდაპირი ჩართვის მხოლოდ ერთ ჯგუფს ვხედავ და ისიც „რუსთავი 2"-ს ეკუთვნის. არც ერთ სხვა არხს ეს ამბავი ჯერ არ მოუყოლია. მინდა გთხოვოთ თქვენ - კოლეგებო, თქვენს და ჩემს მეგობრებს, ჰკითხოთ თქვენს რედაქტორებს რატომ იყო დღეს აქ ტელევიზიის ჩართვის მხოლოდ ერთი აპარატი, ისიც „რუსთავი 2"-ის.

მე მინდა ვთხოვო არასამთავრობოებს, რომლებიც მუშაობენ მედიამონიტორინგზე, ასევე გაეროს და ევროკავშირის ერთობლივ პროექტს, რომელიც წინასაარჩევნო მონიტორინგს ახორციელებს, დღევანდელი ეთერიდან დაწყებული ყველა ეთერი შეისწავლონ და თუ ისინი ერთ გადაცდომას მაინც აღმოაჩენენ, მიიღოს ხელისუფლებამ შესაბამისი ზომები. ასეთი მშვიდი და დინჯი მუშაობა „რუსთავი 2"-ს ჯერ არ ჰქონია. ამას ვეუბნები იმ ადამიანებსაც, ვინც სოციალურ ქსელში აქტიურად ხალისობს თემაზე-ისტერიული წამყვანები, ისტერიკა „რუსთავი 2"-ში. სასაცილოა ეს ყველაფერი, იმიტომ, რომ თქვენ ეხლა ზიხართ და უყურებთ „რუსთავი 2"-ს, რომელსაც ასე აკრიტიკებთ", - აცხადებს გიორგი ლაფერაშვილი.


გიორგი ლაფერაშვილმა პირდაპირი ეთერის საშუალებით მიმართა რეზო საყევარიშვილსა და დავით დვალს:

 

„ბატონებო, მთელი საღამოა ვცდილობ თქვენთან ტელეფონზე დაკავშირებას. გვინდა მოვიპოვოთ თქვენი სატელეფონო კომენტარი. ერთადერთი, რაც ამ დრომდე ვიცით, არის ის რომ ხვალ გეგმავთ ბრიფინგს. იმ „რუსთავი 2"-ის მაყურებელი, რომლის ხელმძღვანელებად თქვენ ხართ დანიშნულები, იმსახურებს უფრო მეტ პატივისცემას. მოგიწოდებთ, ჩაერთოთ „რუსთავი 2"-ის პირდპირ ეთერში, რომ მაყურებელმა იცოდეს თქვენი პოზიცია", - განაცხადა ლაფერაშვილმა.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016