reportiori.ge - დავით დვალი: „რუსთავი 2“-ს არცერთი ჟურნალისტი არ დატოვებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 21:11
სამართალი
დავით დვალი: „რუსთავი 2“-ს არცერთი ჟურნალისტი არ დატოვებს
ავტორი:
06 ნოემბერი, 2015. 11:42


„რუსთავი 2" წაგვართვა სააკაშვილმა და იმ დღიდან მოყოლებული, არასოდეს დაგვიკარგავს იმედი, რომ დავიბრუნებდით ტელეკომპანიას", - ამის შესახებ „რუსთავი 2"-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა განაცხადა.


მისი თქმით, „რუსთავი 2"-ის დამფუნებლების ხედვა ტელევიზიის მომავალთან დაკავშირებით მთლიანად ემთხვევა ერთმანათს.


„ეს მაძლევს იმ იმედს, რომ ამ თვალსაზრისით არანაირი გაუგებრობა არ იქნება. რაც შეეხება ჩემს თანხმობას დროებით მმართველის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით, მართალი გითხრათ, ალბათ სხვა დროს და სხვა პირობებში ვიტყოდი, რომ მოდი, ქიბარ, ჯერ დაიბრუნე ტელევიზია და მერე ვიმოქმედებ. ჩემი გადაწყვეტილება მიმაღებინა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა... ვხედავ ექსტრემისტთა ჯგუფს, რომელიც ცდილობს, ფარად გამოიყენოს ტელევიზია, გამოიყენოს ბრძოლის იარაღად და თავისი ინტერესებისთვის..." - განაცხადა დვალმა.

 

მისი თქმით,  ტელეკომპანიას არცერთი ჟურნალისტი არ დატოვებს და ისინი არ იქნებიან გათავისუფლებულებული სამსახურიდან.

 

 

„ბევრი ახალი თანამშრომელია „რუსთავი 2"-ში, ბევრი არ მიცნობს. შემიძლია, ერთი რამ გითხრათ ხაზგასმით, როგორც დამფუძნებელს, მსურს და პირადად ვარ დაინტერესებული, რომ ეს ტელევიზია გაძლიერდეს, ჰქონდეს რეიტინგი, დაფუძნებული იყოს თავისუფალი სიტყვის პრინციპებზე. ხაზს ვუსვამ, არცერთი თანამშრომელი არ დატოვებს ტელევიზიას. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და არავინ ჩაერევა ჩვენს საქმიანობაში. ჩვენ ვიქნებით გარანტი, რომ დავდგებით ჟურნალისტების კედლად, რომ იყვნენ თავისუფლები საქმიანობაში", - განაცხადა დვალმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016