reportiori.ge - ზაზა პაპუაშვილი: რა გაგიხდათ ეს ამერიკის ელჩი, ვერ გავიგე!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 28 თებერვალი, 2025. 02:40
პრეს-დაიჯესტი
ზაზა პაპუაშვილი: რა გაგიხდათ ეს ამერიკის ელჩი, ვერ გავიგე!
ავტორი:
07 ნოემბერი, 2015. 02:32


„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც იან კელი „რუსთავი-2“-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს აფასებს და ამბობს, რომ პროცესები კითხვის ნიშნებს აჩენს.


განცხადებას დეპუტატი პაპუაშვილი „პირველ რადიოსთან“ აკეთებს და ამბობს, რომ ის საქართველოს იუსტიციის მინისტრის კრიტიკას ელჩის მიმართ ეთანხმება.


პაპუაშვილის თქმით, ადამიანმა, რომელიც სხვა ქვეყანას წარმოადგენს, არ უნდა გააკეთოს ისეთი განცხადება, რომელმაც შესაძლოა, ქვეყანაში არეულობა გამოიწვიოს.

 

მე ვიზიარებ იუსტიციის მინისტრის მოსაზრებას და ვეთანხმები აბსოლუტურად. თქვენ რა გაგიხდიათ ეს ამერიკის ელჩი, ვერ გავიგე. ჩვენს ქვეყანაზე უფრო მნიშვნელოვანი მოვლენაა თუ რა? საკუთარ თავს ვცეთ პატივი და ღირსება შევინარჩუნოთ. ასეთ თემებში ჩარევას დიდი მნიშვნელობა აქვს.  ვინც არ უნდა იყოს, ეს არის ქვეყანა და გმართებს, ქვეყნის ამრევი გამონათქვამებისგან თავი შეიკავო. ამ ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება და ან დაეკითხონ, ან ჩაიხედონ საქმეში. საერთოდ უნდა მოერიდოს ადამიანი, ჩაერიოს ისეთ შინაურ საქმეებში, როდესაც შესაძლოა, დაუფიქრებელმა ჩარევამ რაღაცა არეულობა და უსიამოვნება გამოიწვიოს. ჩემი აზრით, უნდა იყოს დაფიქრებული და მოზომილი ნებისმიერი მისი განცხადება, იმიტომ, რომ ის არის ელჩი და წარმოადგენს სხვა ქვეყანას ჩვენს ქვეყანაშიდიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც ელჩი გაითვალისწინებს ჩვენი ქვეყნების მეგობრობას და ასეთი მაღალი ტრიბუნიდან გააკეთებს არა ისეთ განცხადებას, რომელიც გარკვეულწილად რომელიღაცა მხარის სიმპათიას დაიმსახურებს, არამედ ისეთს, როგორიც არის რეალურად, კანონიერი და კონსტიტუციური. არ მგონია, რომ ამ სიტუაციაში ხელისუფლებას დაერღვიოს კანონი“, - განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016