„იმედი მაქვს, დასავლეთში სამართლებრივ შეფასებას მისცემენ იმასაც, რომ უცხო ქვეყნის გუბერნატორი ავალებს და აწყობს გადატრიალებას სხვა ქვეყანაში", - ამის შესახებ პოეტი დავით მაღრაძე „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე საუბრისას აცხადებს.
„ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის ერთი რამ მაქვს სათქმელი: ჩემი ფორმულა მარტივია - აშშ დაკარგავს სააკაშვილს და იპოვის საქართველოს... იმედი მაქვს, დასავლეთში სამართლებრივ შეფასებას მისცემენ იმასაც, რომ უცხო ქვეყნის გუბერნატორი ავალებს და აწყობს გადატრიალებას სხვა ქვეყანაში. ძალიან მაინტერესებს, ამას როგორ შეაფასებენ უცხოელი ექსპერტები, დიპლომატები, რომელთაც სააკაშვილი იდიოტებს ეძახის. მე არ მივიჩნევ მათ იდიოტებად, მაგრამ, სამწუხაროდ, აქამდე ისინი სწორედ იმის პოზიციას იზიარებდნენ, ვინც მათ ასე მოიხსენიებს. იმედია, მალე ყველაფერი შეიცვლება", - აცხადებს მაღრაძე.
წყარო: „კვირის პალიტრა"