რა მდგომარეობაში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესურა წინა ხელისუფლების პერიოდში, როგორ ცდილობდნენ ისინი უნივერსიტეტის გადარჩენას - ამის შესახებ „ასავალ-დასავალს" ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დემურ ბახტაძე ესაუბრა.
„ნაციონალურმა ხროვამ მთლიანად დაანგრია და დაარბია ლაბორატორიები, ხუბუას დროს გაძარცვა ბიბლიოთეკა, გაქრა უნიკალური წიგნები. მაშინ აქტიურ პროფესორებს ნესტან კირთაძე ჩაუდგა სათავეში. ახლა ისეთ დეტალებს გიამბობთ, რაც არავის უთქვამს: მიტინგის ჩატარება გადავწვიტეთ, მაგრამ პროფესურა ისე იყო დაშინებული, გაუბედურებული და გამათხოვრებული, რომ არავინ მოვიდა და ეს რამდენჯერმე განმეორდა. უნივერსიტეტის გაუქმების გამო სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შვიტანეთ, მაგრამ რად გინდა? სასამართლომ ჩვენი სარჩელი არ მიიღო. ხსნა არ ჩანდა. ამ უიმედო დროს მოვძებნეთ გულანთებული პატრიოტი გურამ შარაძე. მას პირადად ვთხოვე, რომ უნივერსიტეტში არაკანონიერი ქმედებების აღსაკვეთად მებრძოლი ჯგუფი შეგვექმნა. გავიმარჯვებდით კიდეც, რომ არა გურამის სიკვდილი! მოკლედ, შეიქმნა საირგანიზაციო ჯგუფი. ჩვენი დევიზი იყო, გადაგვერჩინა უნივერსიტეტი. მაგრამ ხალხს ისევ ვერ ვკრებდით. სააკაშვილ-ლომაიას კი მხოლოდ მრავალრიცხოვანი მიტინგები აფრთხობდა... მხარდასაჭერად ჩვენი კურსდამთავრებულებიც კი არ მოვიდნენ. გვერდში არავინ დაგვიდგა, რადგან ყველა დაშინებული იყო... " - ამბობს პროფესორი.
წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი"