reportiori.ge - „France 2": ეგვიპტეში ჩამოვარდნილი რუსული თვითმფრინავის ბორტზე აფეთქება მოხდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 08:38
მსოფლიო
„France 2": ეგვიპტეში ჩამოვარდნილი რუსული თვითმფრინავის ბორტზე აფეთქება მოხდა
ავტორი:
07 ნოემბერი, 2015. 11:19



ტელეკომპანია „France 2", ერთ-ერთ გამომძიებელზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ ეგვიპტეში ჩამოვარდნილი რუსული თვითმფრინავის ბორტზე აფეთქება მოხდა.


წყაროს თქმით, შავი ყუთების ჩანაწერში აფეთქების ხმა ისმის, რომელიც ძრავის წყობიდან გამოსვლას არ უკავშირდება.


„France 2"-ის ინფორმაციასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაკეთებულა.



სააგენტო „რია ნოვოსტი", ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსულ მხარეს აფეთქების ვერსიის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ გააჩნია.



ტელეკომპანია „NBC" სადაზვერვო წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ 31 ოქტომბერს ეგვიპტელმა მებრძოლებმა „ისლამური სახელმწიფოს" ხელმძღვანელ პირებს რუსული ავიალაინერის ჩამოგდების შესახებ აცნობეს.



მანამდე, აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებმა არ გამორიცხეს, რომ ავიაკატასტროფის მიზეზი ბორტზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო.



რუსული ავიაციის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ავიაკატასტროფა 31 ოქტომბერს მოხდა. ავიაკომპანია „კოგალიმავიას" სამგზავრო ლაინერი Airbus-321, რომელიც შარმ ელ-შეიხიდან სანკტ-პეტერბურგში მიემგზავრებოდა, სინაის ნახევარკუნძულზე ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 224 ადამიანი დაიღუპა.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016