reportiori.ge - კახა თარგამაძე: აბა, ერთი ჩემი მინისტრობის დროს გაებედათ, მაგათ გადავატრიალებდი მე კარგად!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 28 თებერვალი, 2025. 03:06
პრეს-დაიჯესტი
კახა თარგამაძე: აბა, ერთი ჩემი მინისტრობის დროს გაებედათ, მაგათ გადავატრიალებდი მე კარგად!
ავტორი:
07 ნოემბერი, 2015. 15:55



„ქვეყენას სჭირდება ისეთი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც ამ გარეწრებს ყურებში ჩაავლებს ხელს და საკანში მიაბრძანებს", - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის" წევრებზე საუბრისას კახა თარგამაძემ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში. შს ყოფილი მინისტრის თქმით, დამნაშავეები რომ ციხეში არ სხედან, ხელისუფლების სისუსტეზე მიუთითებს.


„დავუშვათ, სააკაშვილს იმუნიტეტი ჰქონდა და ქვეყნიდან გაასწრო, მაგრამ რატომ ვაძლევთ ბოკერიებსა და სხვა ნაძირალებს სიბინძურეების კეთების უფლებას? მათი ადგილი ციხეშია! აი, ეს არის დღევანდელი ხელისუფლების სისუსტე. შევარდნაძის ხელისუფლებამ ამგვარი მორიდებით ამ კურდღლებს ქვეყანა გადაატრიალებინა. გეკითხებით, ჩემი შს მინისტრობის დროს რატომ ვერ აწყობდნენ გადატრიალებებს?! აბა, ერთი გაებედათ, მაგათ გადავატრიალებდი კარგად! ძალოვანი უნდა იყოს ძალოვანი, რომელიც მხოლოდ კანონს ემორჩილება. დროა, მოჰკიდეთ ყურებში ხელი და აალაპარაკეთ! დროზე შეუშვით საკნებში. კანონი გაძლევთ ამის უფლებას! დაუწყეს მოფერება- მიშიკო, შენი ჭირიმეო და აი შედეგიც", - განაცხადა თარგამაძემ.



წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი"

 

(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016